საზოგადოება ცხვირის ოპერაციისას გარდაცვლილი გოგონას საქმრომ თვითდაზიანებები მიიყენა 2019, 19 სექტემბერი, 11:06 რუსთავის საავადმყოფოში ცხვირის ოპერაციის დროს გარდაცვლილი 19 წლის სენაკელი გოგონას საქმრომ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავში მოქმედი რეგიონული მედიასაშუალებები ავრცელებენ. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გოგონას გარდაცვალების შესახებ მისმა საქმრომ შეიტყო, ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. როგორც რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას საქმრომ განაცხადა, გოგონა ნარკოზის გაკეთებამდე თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობისათან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ ჰქონია. გარდაცვლილი 19 წლის მარიამ სალაყაია წარმოშობით სენაკის რაიონის სოფელ მენჯიდანაა, თუმცა იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და დროებით თბილისში, ბებიასთან ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონამ ცხვირის ოპერაციის რუსთავში გაკეთება, მეგობრის რჩევის საფუძველზე გადაწყვიტა. “ბავშვი მოგვიკლეს, 19 წლის უმწიკლო ბავშვი. დაჩეხეს ბავშვი და მოკლეს. ცხვირის ძგიდის გამო ვერ სუნთქავდა და ამიტომ მოვიდა აქ”, – აცხადებს გარდაცვლილის ბებია ფლორა შენგელია. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. 986 1-ს მოსწონს
|