მოგზაურობა იტალიელმა ფოტოგრაფმა ტყის შუაგულში მომაჯადოებელი ფოტოები გადაიღო 2019, 18 სექტემბერი, 18:17 მანუელო ბეკეკო - იტალიელი ფოტოგრაფი, რომელმაც ტყის შუაგულში მომაჯადოებელი ფოტოები გადაიღო.
ფოტოგრაფის მთავარი სამიზნე ტყეში შემოპარული მზის სინათლე, ლამაზი ფერები და ის იდუმალი აურა იყო, რომელიც, როგორც წესი, ნებისმიერ ტყეში ტრიალებს ხოლმე. "ტყის შუაგულში სრულად ვახერხებ საკუთარი წარმოსახვის რეალიზებას — გიგანტური ხეები, ერთმანეთში გადახლართული ტოტები, ჩრდილები. ის ის არის, რაზეც ყოველთვის ვფიქრობ და რის გაცოცხლებასაც კადრების საშუალებით ვახერხებ", — ამბობს მანუელი. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი ფოტო ჟირაფისა და სამი ფრინველის გამოსახულებით(კენიაში საფარის ექსპედიციის დასრულებისას ბეკეკომ, რომელიც რამდენიმე საათი ლომებს იღებდა, ჟირაფების ოჯახი შეამჩნია. ჟირაფები მისი ჯგუფის მანქანას უახლოვდებოდნენ. როდესაც ერთ-ერთმა ჟირაფმა სირბილი დაიწყო, მოშორებით, სამმა ფრინველმა, როგორც ბეკეკო ამბობს, "ჰარმონიული კომპოზიცია" შეკრა). 40 შეფასება არ არის
|