სხვა "ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული"-მამაკაცმა ორჯერ დაამარცხა კიბო,შემდეგ კი ჯეკპოტი მოიგო 2019, 17 სექტემბერი, 16:26 ამერიკაში, ორეგონის შტატის ქალაქ ბენდის მაცხოვრებელმა ორჯერ დაამარცხა კიბო და ახლა კი მოიგო ჯეკპოტი ლატარეაში.ამის შესახებ იტყობინება CNN-ი. სტიუ მაკდონალდი (Stu MacDonald) ყოველკვირეულად ყიდულობდა ლატარეა Megabucks-ს, როგორც თვითონ ამბობს, ყოველთვის მისი მეუღლე კლაუდია ამხნევებდა მას და ეუბნებოდა:"მიდი, დაითრიე მომგებიანი ბილეთი". 7 სექტემბერს მაკდონალდმა რა თქმა უნდა ისევ იყიდა ლატარიის ბილეთი, თუმცა ამჯერად კლაუდიას დაავიწყდა მეუღლის გამხნევება, სწორედ ამ ტირაჟმა მოუტანა მამაკაცს მოგება-4, 6 მილიონი დოლარი.
"რა იღბლიანი ვარ!ორჯერ დავამარცხე კიბო, ახლა კი ეს მოგება, შესანიშნავია"-აღნიშნა მამაკაცმა.
სტიუ მაკდონალდმა გადაწყვიტა მოგებული თანხის ერთბაშად ხელზე აღება, რა დროსაც საშემოსავლო გადასახადის შემდეგ სუფთად დარჩა 1, 5 მილიონი დოლარი.
104 2-ს მოსწონს
|