x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამიტომ მკიდია დღეს, რომ ადამიანი, როცა მიყვარს, "სხვისი" ქმარია, საყვარელია, შეყვარებულია. თუ სხვისია, მე ვერ შემიყვარებს"-იუნა შაფათავა

image

იუნა შაფათავა შემდეგი ხასიათის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:


"რაღაცის თქმა მინდა რამდენიმე დღეა.


ადამიანი მომწონს, რომელიც წლებია, ერთ ქალთან ცხოვრობს. სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს. ერთად ცხოვრობენ.



ჩემი ბრალი არაა, რომ მომწონს, თვითონ ეცადა და ინიციატივა, ურთიერთობაზე, მისი იყო და არა ჩემი. მე საქმეზე ვეკონტაქტებოდი, თვითონ დაიწყო და მე რა? მე თავისუფალი ქალი ვარ, არჩევანი ჩემია.
ჩემი უმცროსი და მეჩხუბა, რომ დავურეკე და მოვუყევი. რატომ მოგწონს "აღებული" /taken/ სხვისი ადამიანი.


მე ვირზე შევჯექი.

და ავხსნი, რატომ.
იმიტომ, რომ მე სხვა ფილოსოფია მაქვს. არავის ადამიანს არც ვართმევ, არც ვექაჩები, არც ვიწყებ "ახალ ცხოვრებას" ვინმესთან.
არ მწამს სამუდამოდ ერთად ყოფნის. არ ხდება ეს სამუდამო სიყვარული. ტყუილია. ერთად ყოფნა არის ჩვევა.


ვნებასთან და სიყვარულთან ერთად ყოველდღე ყოფნას არაფერი აქვს საერთო. უბრალოდ მსიამოვნებს აქ ამწუთას ვიღაცასთან ყოფნა. და თუ მესიამოვნება, ვიქნები ხვალ, ზეგ და ერთი წლის შემდეგ რაღაც გარკვეულ დროის მონაკვეთში.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაბედნიერებს მასთან ყოფნა. არანაირი ფული და ბრილიანტის მთები და გემები და თვითმფრინავები ვერ ყიდულობს ჩემთვის იმ ბედნიერების შეგრძნებას, რომელიც არასოდეს, არაფერში გეშლება.
შენ ხარ ბედნიერი, გრძნობ ამას სხეულის ყოველი უჯრედით და მოლეკულით და მორჩა.


"ვისია, სხვისია, ცოლი ყავს, შეყვარებული" და ა.შ ზღაპრებს აღარ ვუსმენ დიდი ხანია. მეყო. მეყო მაშინ, როცა მე მიყვარდა ყოველი უჯრედით და სხვამ ეკლესიაში ღმერთის წინ დააყენა და კუბომდე სიყვარული დააფიცებინა, მაშინ, როცა მე მიყვარდა. და უჩემოდ, ცხოვრება არ შეეძლო. და მაინც დაიფიცა ღმერთთან სხვისი სიყვარული. იმიტომ, რომ ასე იყო ლოგიკური რაღაც არაადამიანური ლოგიკით, რასაც ნამდვილი სიყვარული მიზანზშეწონილი და "სწორი", გამართლებული და "იურიდიულად გამართულ "ურთიერთობას ეჭიდება, კაცობრიობის დასაბამიდან. და ეს არ არის შურისძიება. მე ვისწავლე იმის აღება, რაც მე მეკუთვნის, ადამიანის არა. ვისწავლე ჩემი წილი ბედნიერების აღება. და ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ამაში, ამაში ჩემი უზენაესი ნება და ბედნიერების გიჟი სურვილის ძალა დევს.


ამიტომ მკიდია დღეს, რომ ადამიანი, როცა მიყვარს, "სხვისი" ქმარია, საყვარელია, შეყვარებულია. თუ სხვისია, მე ვერ შემიყვარებს. ესე იგი ის ძალდატანებითი ერთად ყოფნა, "სტატუსები", სულ ტყუილია. მათ ბედნიერება არ მოაქვთ.



გგონიათ, თავს ვიმართლებ? არანაირად. ვხსნი. ჩემთვის ეს სულ ვიცოდი და არასოდეს ვცხოვრობდი "წესებით", რომლებიც ანგრევს ბედნიერებას და ცხოვრებას ორი ადამიანისთვის ტყუილის ჯაჭვად აქცევს. გადაბმულ ჯაჭვად, ბორკილად. სტატუსის მონად აქცევს.


მერე ჩვევის. ქალებს და კაცებს, უჩდებათ განცდა, რომ ბორკილის გადაგდებით, სტიგმა ედებათ. "სიმშვიდის და ოჯახის დამანგრევლის"სტიგმა. იმას კი არ ამბობს არავინ - გათავისუფლდა, როგორც იქნა, ამბობენ - "დაანგრია ოჯახი".
და ვისთანაც მიდის, იმას უძახიან "დამანგრეველს", გათავისუფლების ინიციატორის მაგიერ.


ხშირად ხდება, ვისთანაც მიდის ქალი თუ კაცი, იმასაც ტოვებს. ეს ლოგიკურია. მან ეს სტიგმის გზა გაიარა და მეორედ, გათავისუფლების არ ეშინია. მან ხომ უკვე ერთხელ "დაანგრია". გათავისუფლდა. და სხვა დროს იცის, რომ ეს გათავისუფლება მისი ბედნიერების გზაა.

რა მინდა ვთქვა ამით.
ადამიანი სუსტია და ძლიერია. მაგრამ ყველა სწავლობს ცხოვრებას, ცხოვრების დროს.რეპეტიციას არავინ გავდივართ, ვიბადებით და ვკვდებით. სხვა ცხოვრებიდან მოგონებები თუ გვეხმარება ინტუიციით.
ძალიან მინდოდა მეთქვა, ვიღაცის კუთნილება ადამიანები არ არსებობენ.
ამიტომ მე არასოდეს მიცდია ვინმეს "მისაკუთრება", დაღის დასმა- "ჩემია".
არა. მე რაღაც მომენტში, მიმდოდა, მსიამოვნებდა, მაბედნიერებდა ვიღაცასთან ყოფნა, და ვიყავი.


სანამ დააბამდნენ და ვიღაცის მონობის "კანონიერ" დაღს დაასმევდნენ.
მე მჯერა ადამიანის თავისუფლების. მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონია ყოვლისშემძლრ და ექვემდებარება განვითარებას.


ხო. სოფიკოს ვუთხარი, რომ მე უბრალოდ დღეს, მაბედნიერებს იმ
ადამიანთან ყოფნა, ვინც "სხვისია"/taken/, "დაკავებულია. და საერთოდ არაფერს ვგეგმავ. ეს ადამიანთან ყოფნის ბედნიერების გრძნობა ისეთი არარეალური და აქროლვადია, скрещиваю пальцы, თვითონ არ გავთვალო და ველოლიავები, ცოტა დიდხანს შევინარჩუნო, არ გავფანტო, არ დავკარგო უაზრო ფიქრებში, სადმე, გზაში.


რა უცნაურია ეს ცხოვრება. ეძებ ეძებ და როცა ნახულობ, ბედნიერებას, ადამიანების მოგონილი გალიები უნდა ამსხვრიო, რომ გქეჯნიდეს რაღაც.
არ მქეჯნის. თუ ბედნიერება ჩემია, ხანძარი გალიას მაინც დაწვავს.
ჩემ ცხოვრებაში დამთხვევებს არასოდეს "უმუშავიათ". ვისაც ჩემი, ქალის, ავტობიოგრაფია წაკითხული აქვს, იცის. დათხვევა და ღიაკარი, მწვანე, იმის ნიშანია, რომ ბედნიერება წინ ხანმოკლე იქნება და ცხოვრება შემდგომ ტკივილს, წინასწარ მილბობს და რბილს მიფენს, რომ მერე მომ@@@ს სული.


ამიტომ ყველა დაკეტილ კარს, ღიმილით ვხვდები. ყველა წინაამდეგობას და სირთულეს. ყველა "შეუძლებელიას".
ყველა "არას" და უარს. ყველა დღევანდელი სირთულე, შემდეგი შტილის ნიშანია, ჩემთვის.


და ის, ვინც მე დღეს მიყვარს, და მას "სხვისი" კლიტე ადევს, მისი თავისუფლსბისთვის ჩემი სტიგმა, ჩემი გზაა და თუნდ მერე მიტოვებულის, მის სხვა ბედნიერების გზაზე, ჩემი ამჟამინდელი მომენტია, რომელიც ახლა, ამ წუთას მაბედნიერებს და მე მას არ ვთმობ.

არ არსებობს შეზღუდვა, წესი, ლიმიტი. ყველა გზა, ბედნიერებისკენ, გამართლებულია.
და არ არსებობს "სხვისი უბედურების ხარჯზე" სიტყვები.
ყველა ბედნიერება კანონზომიერია. თუ სხვის ტკივილს ემთხვევა, იმას სხვა ციკლი აქვს. მოვა იმის ბედნიერი დროც. ხომ ჰქონდა უკვე. ნუ გეშინიათ "მიტოვებულს". ქარი იცვლება, იცვლება ციკლი.
იყავით ბედნიერები და აცალეთ სხვას იყოს ბედნიერი.


ps უცბად გამეცინა, არავის ქმარს ბუზი არ დააჯდა არ აღელდეთ. ამერიკელია ვისზეც ვყვები.


image


image

აშშ-ში მცხოვრები იუნა შაფათავა ამერიკაში ჩასულ ქართველ ემიგრანტებს სოციალური ქსელით მიმართავს: "სექსი თუ უნდათ, საქართველოში ბევრი კაცია, ვინც დაეხმარებათ. აუცილებელი არაა "ემიგრანტი" გახდე სხვა კაცის ზომის სანახავად. გეების ბევრია, რა იყო ტეხავს გეი რომ ხარ, ალალად თქ...


როგორც ჩანს აშშ-ში მცხოვრებ იუნა შაფათავას ინბოქსში მამაკაცები გენიტალიების ფოტოებს უგზავნიან, ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს და იმუქრება, რომ არა თუ გაამჟღავნებს მათ ვინაობას, არამედ მათ ცოლებსაც მონიშნავს: "კიდევ ერთხელ ვნახავ ჩემს ინბოქსში თქვენს აღელვებულ მოწუწნიკებს, გამოგზავნილს- სახელი გვარით ფოტოთი და...

ჩვენთვის კარგად ცნობილმა ტელესახემ იუნა შაფათავამ, რომელიც აგერ უკვე ორ წელიწადზე მეტია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მორიგი პოსტით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სრულად თავისუფალი ქალია და არ ემორჩილება საზოგადოებრივ დოგმებს: "ორგანულად ვერ ვიტან კაცებს. ...

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა "ინსტაგრამით" ვიდეომიმართვა გაავრცელა საზოგადოების იმ ნაწილის მისამართით, რომლებმაც შვილმკვდარი დედა გააკრიტიკეს სოციალურ ქსელში დადებული წითელ საცურაო კოსტუმში გადაღებული მორიგი ფოტოების გამო: "მაპატიეთ, იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც ახსნა...


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თეა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: "ნიკორაში ჩავედი "ფლასტებით" და 1985 წელს გამოშვებული სარაფნით 100 % კოტონი რომ აწერია და made in GDR -ი, ჩემს წინ ტიპი დგას, კაცი მარჯიელა, კაცი ფერაგამო და ბალენსიაგა, კა...

2
1049
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1049
  
2019, 17 სექტემბერი, 22:11
წადი და მიეჩი მერე რა ტვინი გაღუნე?????????
2019, 17 სექტემბერი, 11:26
მოწონებას კი ვაწკაპუნებ, მაგრამ გამოდის რომ ამ ქალის სტატუსს ვიწონებ?) არადა, არ მომწონს ამ ქალის სტატუსები)))))
0 1 2