სხვა "მყუდრო ბუდე": კოლუმბიელი ოჯახის უჩვეულო “სახლი”, რომელიც კანალიზაციაში ცხოვრობს 2019, 16 სექტემბერი, 16:06 მარია გარსია და მიგელ რესტრეპო ერთად უკვე 22 წელია არიან. მათ, ცხოვრებაში არაერთი სირთულისა და მძიმე პერიოდის გადალახვა მოუწიათ. წლების განმავლობაში, ორივე მათგანი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. თუმცა, ერთმანეთისადმი სიყვარული წამალზე გაცილებით უფრო ძლიერი აღმოჩნდა. წყვილმა მავნე ჩვევისგან გათავისუფლება წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად მაინც მოახერხა, თუმცა, ამის დაჯერება მათ გარშემო დიდი ხნის განმავლობაში არავის სურდა.ორივე მათგანი ოჯახურ გარემოზე ოცნებობდა, ამიტომ საკუთარ ახლობლებს ისინი ფინანსურ დახმარებას სთხოვდნენ, მაგრამ მათი არავის სჯეროდა. ოჯახის წევრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ წყვილს ფული მორიგი დოზის შესაძენად სჭირდებოდა. შეყვარებულებს სხვა გზა არ ჰქონდა, ისინი ისეთი ადგილის მოსაძებნად გაემართნენ, სადაც მყუდრო გარემოს შეიქმნიდნენ.პატარა საკანალიზაციო ლუქი იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა. კოლუმბიაში არაერთი უსახლკარო სწორედ ასეთ გარემოში ცხოვრობს. დროთა განმავლობაში, მათ თავიანთი ბუდე შეძლებისდაგვარად მოაწყეს, მიგელმა ელექტროენერგია გაიყვანა, ასე რომ, წყვილს ახლა, ტელევიზორის ყურებაც კი შეუძლია.დღესასწაულებზე მარია საკუთარი "ბინის" ინტერიერის მორთვაზეც გულმოდგინებით ზრუნავს და სიცივეში არა მხოლოდ მის გათბობას, არამედ ქურაზე ცხელი კერძის მომზადებასაც კი ახერხებს. ორივე მათგანი აღიარებს, რომ თავიანთ მყუდრო ბინას, ისინი სხვა, ბევრად უფრო კომფორტულ სახლზეც კი, არასდროს გაცვლიან.აქ, ისინი კრიმინალისგან და სხვა ბევრი ცდუნებისგან შორს, თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობენ, კომპანიონობას კი მათ საყვარელი ოთხფეხა მეგობარი უწევს, რომელიც დროთა განმავლობაში წყვილის საუკეთესო მეგობარი და ერთგული პირადი მცველი გახდა.201 1-ს მოსწონს |