შოუბიზნესი "ამისთვის ღირდა ჩემი ჰარი-ჰარალეში გატარებული ცხოვრება" - ბექა ჩხაიძის ქალები, მესამე ქორწინება და ოჯახური ფოტოები 2019, 16 სექტემბერი, 12:40 მომღერალი ბექა ჩხაიძე სოციალურ ქსელში ოჯახური იდილიის ამსახველ ფოტობებს აქვეყნებს. მომღერალი 2018 წლის ივლისში მესამედ დაქორწინდა. მისი რჩეული სტუდენტი ანი ჩხეიძეა. ანი ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტია, წყვილმა ერთმანეთი საქართველოში გაიცნო. ბექას მეგობრებისთვის მისი დაქორწინება მოულოდნელი იყო - ბექამ ერთობლივი ფოტო გვიან ღამით სოც-ქსელში განათავსა და დაწერა: "ჩემი გოგოა ეს, მიყვარს ყველაზე ძალიან". მომღერლისთვის ეს მესამე ქორწინებაა, ის 2017 წლის ზაფხულსაც დაქორწინდა შსს-ს თანამშრომელ თეონა ჯაფარიძეზე, რომელსაც სკანდალურად დაშორდა. "ჩემზე ბედნიერი თუ ვინმეა ამქვეყნად, ღმერთმა გაბედნიეროთ ყველა. "ჩემი ბარდღუ", ჩემი დღესასწაულია ეს გოგო, ამ ყველაფრისთვის ღირდა ჩემი ჰარი-ჰარალეში გატარებული ცხოვრება", - წერს მესამე ცოლთან ქორწილის ფოტოზე მომღერალი. წყვილს უკვე შვილიც ჰყავს, პატარა ერეკლე. "ერთი წელიც გასულა ამასობაში ბედნიერი ერთი წელი კიდევ ძალიან ბევრი წელი მოგვცეს ღმერთმა ბედნიერი. გვიყვარხარ მე და ერეკლეს "ბარდღუ"", - წერს ერთ-ერთი ოჯახური ფოტოს აღწერაში მომღერალი. ბექა თბილისში ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. მისი სასიყვარულო ისტორიები ხშირად ხვდებოდა ყვითელი პრესის ფურცლებზე. წლების წინ ბექა სკანდალში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შვილის სიყვარულის გამო გაეხვა. წყვილი გაიპარა. თუმცა, როგორც ამბობენ, ვანო ჩხარტიშვილმა შვილი აიძულა, ბექას წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. მაშინ ბექა ციხეში მოხვდა. ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ბექა გაათავისუფლეს. მეორედ ბექას სიყვარულით ქართული პრესა მაშინ დაინტერესდა, როდესაც ის და მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ერთმანეთს ხვდებოდნენ. "ცოლად გამომყევი, რა" - ტელეწამყვან ეკო ფანგანის "ცხელი" ფოტოებიურთიერთობა ქორწინებით არ დასრულებულა. როგორც ამბობენ, წყვილი ეკო ფანგანის ინიციატივით დაშორდა. მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ ბექა ქალებთან ფლირტს ვერ გადაეჩვია. ასევე ნახეთ:ლიზა ყენიას ნახევრადშიშველი ფოტოები - მომღერლის 15 ფოტოკოლაჟი, რომელიც ფანებს "სუნთქვას შეუკრავს"ვასო ფხაკაძის ულამაზესი მეუღლე და შვილები - იუმორისტისა და მოდელის ოჯახური იდილია (+17 ფოტოკოლაჟი)ჩემს შვილებს სოფლის პროდუქტები, ცხენებით ჯირითი და ქართული სიმღერები ძალიან უყვართ - სად და როგორ ისვენებს მერის ოჯახი"ჩვენი ამბავი, თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში" - ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის სიყვარულის ამბავი და ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანსხვა საინტერესო სტატიები ნახეთ არხზე: მაია 242203 1-ს მოსწონს
|