x
image
melody_inside
არ ისაუბროთ  სხვაზე  ცუდად. ნეგატიური ენერგია ყოველთვის  ბრუნდება უკან!
image


თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული პრინციპების არსებობა - წერს Stiri Actuale.



სანამ იმას აკეთებთ, რისიც გჯერათ, თქვენი სინდისი სუფთაა, თქვენი გონება და სული სრულ ჰარმონიაშია.




მაინც, რომელი პრინციპებია უნივერსალური ყველა ადამიანისთვის? აი ისინი:




1. გაიღვიძეთ მზესთან ერთად და ილოცეთ. ილოცეთ განმარტოებით. გააკეთეთ ეს რაც შეიძლება ხშირად. თქვენ გისმენენ. უბრალოდ, ისაუბრეთ იმაზე, რაც გულში გაქვთ.



2. იყავით მომთმენნი. უმეცრება, სიამაყე, ეჭვიანობა, ფიტავს სულს. ილოცეთ გარდაცვლილებისთვის, იმისთვის რომ მათ სასუფეველი დაიმკვიდრონ.



3. ეცადეთ იყოთ გახსნილი ადამიანი. არ მისცეთ უფლება არავის, რომ გმართონ. თქვენ ხომ უკეთ იცით რაც გსურთ.


image
pixabay.com


4. სტუმრებს მოეპყარით ყურადღებით და პატივით. გაუმასპინძლდით მათ საუკეთესო საჭმელით, შეუქმენით კომფორტი, მოეპყარით პატივისცემით.


5. არ აიღოთ ის, რაც თქვენ არ გეკუთვნით.


6. პატივი ეცით ყველაფერს, რაც ბუნებამ შექმნა- სხვა ადამიანებს, ცხოველებს და მცენარეებს.


7. პატივი ეცით სხვა ადამიანების შეხედულებებს და პრინციპებს. არ შეაწყვეტიოთ საუბარი თანამოსაუბრეს, არ ჩაერთოთ ინტრიგებში, არ იყოთ უხეში და ამპარტავნები.

პატივი ეცით ყველა ადამიანის სიტყვის თავისუფლებას.


image
Brandon Robbins/Getty Images/bloomberg.com



8. არ უთხრათ ადამიანებს სისაძაგლეები, ნუ ამოსვრით მათ ტალახში- თქვენც დაისვრებით ამ დროს. მთელი უარყოფითი ენერგია, რომელსაც თქვენ აგზავნით სამყაროში, აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან.


9. შეცდომები ყველას მოსდის. ეს ნორმალურია. არ არის ისეთი რამ, რისი პატიებაც არ შეიძლება. იდეალური არავინაა.



10. უარყოფითი აზრებისგან იტანჯება გონება, სხეული, სული. შეეცადეთ სამყაროს ოპტიმისტურად უყუროთ.



11. ბუნება- ჩვენი დედაა. ცხოველები, მცენარეები და სხვა ცოცხალი არსებები- „ოჯახის“ ნაწილია.


image
visitportugal.com




12. ბავშვები - ჩვენი მომავალია. აღზარდეთ ისინი სიყვარულში, აავსეთ სიბრძნით, ასწავლეთ ის, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ.

შესძელით ბავშვების გაშვება. როცა დადგება დრო, მიეცით მათ სივრცე ზრდისთვის.

13. არ მიაყენოთ ზიანი სხვა ადამიანებს. იცოდეთ, მაშინაც კი, გჯერათ თუ არა ამის - ბუმერანგის კანონი მოქმედებს.



14. არ იცრუოთ, იყავით პატიოსნები საკუთარი თავის და სხვების წინაშე. სამყარო გიმოწმებთ გულწრფელობას და პატიოსნებას. ყველაზე კეთილშობილებს ის გულუხვად აჯილდოებს.



15. შეეცადეთ მიაღწიოთ ჰარმონიას. დაე თქვენი სული იყოს ისეთივე მშვენიერი, როგორიც თქვენი სხეულია. გაიზარდეთ სულიერად, დაიწყეთ თვითგანვითარება.

16. გადაწყვეტილებები მიიღეთ დამოუკიდებლად. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე.



image
theodysseyonline.com



17. პატივი ეცით სხვა ადამიანების პირად სივრცეს.



18. ნუ ისწრაფვით ყველა გააბედნიეროთ, შეცვალოთ მთელი სამყარო. პირველ რიგში საკუთარი თავით დაიწყეთ. სხვაგავრად არაფერი გამოგივათ.

19. საკუთარ რწმენას ნუ მოახვევთ თავს სხვა ადამიანებს.



20. გაუნაწილეთ სხვებს ის, რაც თქვენ გაქვთ. ხშირად დაკავდით ქველმოქმედებით.


რა ცხოვრებისეულ პრინციპებს მიჰყვებით თქვენ ნებისმიერ სიტუაციაში?



იხილეთ ასევე:

როდესაც ადამიანთან ურთიერთობას იწყებ, სანამ ცოლად გაჰყვები, ცდილობ, რაც შეიძლება კარგად გაიცნო. სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეოთხე ქორწინება განქორწინებით სრულდება. თუ თქვენ უკვე გადატანილი გაქვთ განქორწინება, სავარაუდოდ, თქვენც გამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ისეთი იდეალური...


როგორ მოვაშოროთ ბავშვს ტილები: საიდუმლო, რასაც ექიმები არ გვასწავლიან

საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც თავზე დაღოღავენ ეს პატარა არსებები. უფრო მეტიც, ადამიანების უმრავლესობას ნამდვილად აშინებს ეს, წერს пишет Newsner. არც ერთ ბავშვს არ უყვარს ტილების მოსაშორებლად საჭირო თმის ხანგრძლივი ვარცხნა. არ მხოლოდ მარტო იმიტომ, რომ ეს მტკივნეულია, არამედ საჭიროა საკმაოდ დიდი დროც მათი...

ცნობილია, რომ უსარგებლო ნივთების და ნაგვისგან სახლი უნდა გავათავისუფლდეს, მაგრამ ყველაფრის გადაყრა არ შეიძლება იმდენად, რამდენადაც ამან შეიძლება პრობლემებთან მიგიყვანოთ. ბევრი ნივთი ენერგეტიკულად არის დაკავშირებული სახლთან ან იმ ადამიანებთან, ვინც შიგ ცხოვრობს. ბევრი ნივთი გვეხმარება სახლში შევქმნათ დადებითი ენერგეტიკა, მაგრამ არა მხოლოდ ასეთე...

თითქმის ყველა ნივთს აქვს საკუთარი ვარგისიანობის ვადა. ზოგჯერ ეს არც კი ვიცით და ვაგრძელებთ მათ გამოყენებას. თუმცა, ეს უსაფრთხო შეიძლება არც კი იყოს! გაგაცნობთ 15 ნივთს, რომლებსაც აქვთ ვარგისიანობის ვადა და ჩვენ ეს არ ვიცოდით! დენის ქსელური მცველები, სტაბილიზატორები და დამაგრძელებლები - 2 წ...

გრძნობები და აზრები გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს კარმასთან - წერს Stiri Actuale. სამწუხაროდ, ადამიანები უფრო ხშირად გადმოსცემენ უარყოფით ემოციებს და იმიტომ, რომ გაცილებით მარტივია, არაფერი მოიმოქმედო და რაც მოხდა, გარემოებებს გადააბრალო, ვიდრე გადაილახო წინააღმდეგობები

0
406
7-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0