x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
წამლების გაცემა, მხოლოდ რეცეპტის სტანდარტული ბლანკით იქნება შესაძლებელი

imageუახლოესი ერთი თვის განმავლობაში სამედიცინო რეგულირების სააგენტო სტანდარტული ფორმის რეცეპტის ბლანკს შეიმუშავებს. ყველა ექიმი, ვინც რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის სარეკლამო ბლანკს გამოიყენებს, დაისჯება.
წამლების გასაცემად სტანდარტული ფორმის რეცეპტის ბლანკის შემუშავება ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას უკავშირდება, რომლის მიხედვით რეცეპტების გარეშე წამალი აღარ გაიყიდება.
„გარკვეული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაყიდვის აკრძალვა ნამდვილად დადებითი ინიციატივაა. ჯანდაცვის სამინისტრომ და სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ეს პროექტი ერთად შევიმუშავეთ. ვფიქრობ, საქართველოში „თვითმკურნალობის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ კირა სამყურაშვილმა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსმა შუქია გიორგელაშვილმა უთხრა, აფთიაქებში ურეცეპტოდ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატები გაიყიდება.
„თვითმკურნალობა რომ აიკრძალება, პაციენტი მივა ექიმთან და მეზობლის გამოწერილ წამალს აღარ იყიდის. აფთიაქში კი ექიმის დანიშნულებას ვერ შეცვლიან. ეს დადებითი აკრძალვაა“-აღნიშნა შუქია გიორგელაშვილმა.

0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0