მხატვრობა როგორია დების თანაცხოვრება - სახალისო კომიქსები 2019, 17 სექტემბერი, 12:35 დებისთვის ცხოვრება მუდმივად მბრუნავი წრეა, რომელიც ერთმანეთის მიბაძვებით, ნივთების თხოვებითა და სარკასტული ფრაზებით საზრდოობს. თუმცა, ასაკის მომატებასთან ერთად ამჩნევთ, რომ ქედმაღლური დამოკიდებულება დის მიმართ უსაზღვრო სიყვარულით გეცვლებათ. ეს გასაკვირი სულაც არაა - ერთად ხომ უამრავი რამის გამოვლა მოგიწიათ. ყიოველი დღის ბოლოს იაზრებთ, რომ თქვენს დაზე უკეთესი არავინაა. ეს ხომ ადამიანია, რომელსაც ყველა თქვენი უცნაურობა ესმის და ისეთი უყვარხართ, როგორიც ხართ.
სტატიაში 12 კომიქსს შემოგთავაზებთ დების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ბოლოს აუცილებლად გაგვიზიარეთ, ამოიცნობთ თუ არა საკუთარ თავს. 1. ალბათ, ყველა და იცვამს წლების განმავლობაში ერთმანეთის ტანსაცმელს.2. და არის ადამიანი, რომელსაც ყველა თქვენი უცნაურობა ესმის და არ განგიკითხავთ.3. ერთმანეთის მიბაძვა - ეს ხომ ყველა დისთვის ნაცნობი სიტუაციაა.4. არსებობს დასთან კომუნიკაციის 3 მთავარი გზა: ჩხუბი, სარკაზმი და საშოპინგო რჩევები.5. სიყვარულის ევოლუცია დებს შორის კი ასე გამოიყურება:6. ზოგჯერ დედები უმცროს შვილს მეტის უფლებას აძლევენ:7. როცა ის ყოველთვის იღებს საჭმლის ბოლო ნაჭერს:8. თქვენ ხშირად ლანძღავთ მას, მაგრამ როცა სხვა ამბობს რამე ცუდს თქვენს დაზე, მის დასაცავად ყველაფერს გააკეთებთ:9. ზოგჯერ ხალხი თქვენი დის გამო გცნობთ და ეს გაღიზიანებთ:10. როცა ტელევიზორის პულტისთვის ბრძოლას წააგებთ:11. მან ყოველთვის იცის, როგორ გაგაღვიძოთ სასიამოვნოდ:12. და ბოლოს, ყველა დისთვის ნაცნობი სიტუაცია - ტანსაცმლის დაუკითხავად აღება:ნატალია ოკუნევა-რარაკინას ილუსტრაციებითქვენ გყავთ და? გეცნოთ თუ არა რომელიმე კომიქსი? გაგვიზიარეთ❤ p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ გამოვიცნოთ ტურისტის წარმომავლობა - სახალისო ილუსტრაციები 2. 11 ნიშანი იმისა, რომ ასაკი გემატებათ - სახალისო ილუსტრაციები 3. რამდენად განსხვავდება თანამედროვე ბავშვების ცხოვრება ჩვენისგან - კომიქსებით ნათქვამი სიმართლე 4894 2-ს მოსწონს
|