x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ეს საშუალება დამეხმარა სახის კანის დაჭიმვასა და ნაოჭების გაქრობაში – გაინტერესებთ როგორ?

image



თუ გსურთ, ყოველთვის მიმზიდველად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ ასაკთან შედარებით, ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს! უკვე ერთი კვირის შემდეგ დაინახავთ არსებით ცვლილებებს – გაუმჯობესდება კანის ტონუსი და სახის ოვალი უფრო მკვეთრი გახდება! ამ ყველაფრისთვის 15 წუთზე მეტი არ დაგჭირდებათ. შედეგი კი ფანტასტიური იქნება!


სახე და ყელი – ქალის სავიზიტო ბარათია, ამიტომაც ფრთხილ და საფუძვლიან მიდგომას საჭიროებს მისი მოვლის პროცესში. ასაკის მატებასთან ერთად სახის კუნთები დუნდება, კანი სიმკვრივეს კარგავს, ხდება ნაკლებად ელასტიკური და დეჰიდრატაციას განიცდის. რა თქმა უნდა, ჩვენს გარეგნობაში მსგავს ცვლილებებს პასიურად არ უნდა ვადევნოთ თვალი.


პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე უნდა ჩავერიოთ პროცესში და დავიწყოთ ბრძოლა მიმზიდველობის და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის. სწორედ ამიტომ სტატიაში გთავაზობთ ძალიან ეფექტურ და მარტივად მოსამზადებელ არაჩვეულებრივ საშუალებას.



ინგრედიენტები:
— სელის თესლი;
— 1/3 ჭიქა წყალი;
— ქაღალდის ხელსახოცი.


მომზადების წესი:

დილით 1 ჩ.კ. სელის თესლს დაასხით 1/3 ჭიქა მდუღარე წყალი და ურიეთ რამდენიმე წუთის მანძილზე. შემდეგ დააფარეთ ქაღალდის ხელსახოცი და დააყენეთ საღამომდე.


გამოყენების წესი:

საღამოს, გაწმენდილ სახის კანზე და ყელზე წაისვით სელის თესლის ნაყენი ბამბის ტამპონით. როდესაც ის გაშრება, კვლავ წაისვით. გაიმეორეთ 5-ჯერ.


პროცედურის მანძილზე ეცადეთ არ იცინოთ და არ ილაპარაკოთ, იდეალურია წყნარად დაწვეთ სიმშვიდეში. მას შემდეგ რაც ბოლოჯერ წაისვამთ და შეგაშრებათ, ჩამოიბანთ ანადუღარი თბილი წყლით. ამის მერე წაისვით ღამის კრემი.


ჩაიტარეთ სახისა და ყელის კანის დაჭიმვის სრული კურსი, 12-15 პროცედურა– თქვენი გარეგნობა იმდენად გაუმჯობესდება, რომ ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ იქნებით.

გამოიყენეთ აღნიშნული საშუალება ყოველთვის მიმზიდველად რომ გამოიყურებოდეთ. ამასთან, გირჩევთ პარალელურად გაიკეთოთ სახის მასაჟი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.



ასევე დაგაინტერესებთ:


გასტრიტი და მაღალი მჟავიანობა – როგორ გავუმკლავდეთ მარტივად, იაფად და ეფექტურად


რატომ გამოიყურებიან იაპონელი ქალები 20 წლით უფრო ახალგაზრდულად?


მამაკაცის 8 სუნამო, რომელიც ნებისმიერ ქალს აღაფრთოვანებს


10 მავნე ჩვევა, რის გამოც ნაოჭები ნაადრევად ჩნდება


დიეტოლოგის 20 რჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს!


მცენარე, რომელსაც შეუძლია ჩვენი ორგანიზმი 10 დაავადებისგან განკურნოს


მცენარე საოცარი თვისებებით, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს

1
561
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
561
  
2019, 16 სექტემბერი, 13:07
საინტერესოა, როგორც ყოველთვის....
0 1 1