სხვა
მთავარია არა როგორ, არამედ სად: ცნობილი ადამიანები, რომლებიც სააბაზანოში გარდაიცვალნენ
2019, 13 სექტემბერი, 18:59
ცნობილი ადამიანები სწორედ იმიტომაც არიან ცნობილები რომ გააჩნიათ უნიკალური ნიჭი იმისა, რომ საზოგადოებას თავისი უცნაური და არაპროგნოზირებადი გამოხტომებით თავი სამუდამოდ დაამახსოვრონ. ისინი სწორედ ამ უჩვეულო, თანდაყოლილი ნიჭის წყალობით ჩვეულებრივი მოკვდავებისგან გარდაცვალებითაც კი განსხვავდებიან. ცნობილი ადამიანების უმრავლესობას, ერთი თავისებურება, კერძოდ - უცნაურ გარემოებებში გარდაცვალება ახასიათებთ. იცოდით, ზოგიერთმა თქვენმა საყვარელმა მსახიობმა, მომღერალმა ან ისტორიულმა ფიგურამ სიცოცხლე სააბაზანოში რომ დაასრულა? თუ ამის შესახებ არაფერი გსმენიათ, მაშინ თავად მოგიყვებით ამ უჩვეულო ფაქტების შესახებ.
როგორც ცნობილია, ჯუდი გარლენდი, რომელიც კინომანებს ფილმში "ჯადოქარი ოზების ქვეყნიდან" შესრულებული როლით დაამახსოვრდა, ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული. ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ლონდონის ნაქირავები ბინის სააბაზანოში, 47 წლის ასაკში, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა.
დიდი ბრიტანეთის მეფე, ჯორჯ II 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხანდაზმული მონარქი დილით ადრე, მსახურის გარეშე, სააბაზანო ოთახში გავიდა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.
ჩეხეთის უკანასკნელი მეფე პრჟემისლოვიჩების დინასტიიდან ვაცლავ III სააბაზანოში, მკვლელის მიერ შუბით იქნა განგმირული.
როკ - ენ - როლის მეფედ აღიარებული ელვის პრესლი 42 წლის ასაკში გარდაცვლილი, საკუთარი სახლის სააბაზანოში იქნა ნაპოვნი. როგორც ცნობილია, მილიონობით მელომანის საყვარელი მომღერალი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.