x
image
მაია 24
უპასუხეთ ამ 3 შეკითხვას და გაიგეთ, სად მოხვდებით სიკვდილის შემდეგ
image


"სხვადასხვა რწმენათა შორის არსებობს ერთი რწმენა,
რომლის მიხედვითაც, ყველას საკუთარი რწმენის მიხედვით მიეზღვება.
დაე, აღსრულდეს!"
ბულგაკოვი; "ოსტატი და მარგარიტა"



ვის შეუძლია დარწმუნებით გვითხრას - სად წავალთ სიკვდილის შემდეგ? ცოცხალს არავის, მკვდრებთან კი კავშირი არ გვაქვს. კი არსებობენ ადამიანები, ვინც ჩაიარა სიკვდილის ახლოს და ირწმუნება, თითქოს სიკვდილიც გაიარა, მაგრამ საიქიოს რუკა ჯერ კიდევ საიქიოში რჩება. მიუხედავად ამისა, როგორც არ უნდა წარმოვიდგინოთ სიკვდილის შემდგომი არსებობა, რა სახელიც არ უნდა დავარქვათ ჯოჯოხეთი და სამოთხე, ასტრალი თუ რეინკარნაცია, ჩვენი სულის "ბედზე" შესაძლოა გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას იმის მიხედვით, თუ როგორ ვცხოვრობთ. აი, დაახლოებით ისე, გამოცდაზე რომ შედიხარ და წინასწარ იცი, შემდეგ კურსზე გადახვალ თუ ჩაიჭრები… შენ არ იცი, როგორი იქნება შემდეგი კურსი, არც ის იცი, ჩაჭრის შემთხვევაში, რა იქნება, მაგრამ ტესტს დახედავ თუ არა, დაახლოებით რა მომავალს გპირდება ეს ტესტი, შეკითხვების მიხედვით, შეგიძლია გათვალო შედეგები. ვინც არ უნდა იყო, ქრისტიანი, ბუდისტი, მუსლიმანი, სპირიტუალისტი თუ აგნოსტი, არსებობს 3 უნივერსალური შეკითხვა, რომელზე პასუხების გაცემითაც, თქვენი სულის სამომავლო მოგზაურობაზე, წარმოდგენა შეიძლება შეიქმნათ:


image


  • ვის/რას ვფლობ ამ ცხოვრებაში?

არ ვსაუბრობთ მატერიალურ საგნებზე, ადამიანებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ენერგიაზე, ენერგია რომელსაც ფლობ და რომელიც გმართავს რა სახისაა? სად გვაქვს პრობლემები? სიბრაზე? ჟინიანობა? ტყუილები? ხასიათის თვისებები, რომელსაც ვერ ერევით, ვერ მართავთ. აი, როცა იცით, რომ არ უნდა გააკეთოთ და მაინც აკეთებთ მერე კი ეშმაკს აბრალებთ, ეშმაკმა შემაცდინაო, ეგ უმართავი ენერგია რა სახისაა? ამ ენერგიას სხეულთან არაფერი ესაქმება, იგი უბრალოდ სხეულს იყენებს და როგორ ფიქრობთ, სხეულის გაქრობასთან ერთად, გაქრება? ენერგიაა შენი ფიქრები, ემოციები და ქმედებები. სხეულის სიკვდილის შემდეგ შენ ენერგიად იქცევი (ან სულად, როგორც უფრო გიადვილდებათ გაგება) და მთლიანად ის ხდები, რასაც ფიქრობ, რასაც გრძნობ და რასაც აკეთებ. ჩაიხედეთ საკუთარ სულში, დააკვირდით თქვენს ფიქრებს, ემოციებს. ჩაუღრმავდით შინაგან სამყაროს, რას ხედავთ? დაახლოებით ასეთივე იქნება სიკვდილის შემდგომი სამყაროც.



image


  • ვინ არის შენი ღმერთი? რა არის შენთვის მთავარი?

თქვენ რომ თავს აჯერებთ, რომ მთავარია და ღმერთია იმ ღმერთზე არ ვსაუბრობთ... ჩვენ ხშირად არასწორი წარმოდგენები გვაქვს ჩვენს იდეალებზე. ჩვენ ხშირად თავს ვიტყუებთ. ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რაზე იხარჯება ჩვენი ენერგიის უმეტესი ნაწილი. მთავარიც ეს არის - უხეშად რომ ვთქვათ, სად აბანდებთ თქვენს სულს? ბევრს ჰგონია, რომ სულიერად ცხოვრობს, მაგრამ მთელს ენერგიას ფულის შოვნაში, ძალაუფლების მოპოვებასა თუ სექსში ხარჯავს. "ღმერთიც" ის არის, რასაც საკუთარი ენერგიით ვკვებავთ. ცოტა ხანს გამოდით ეგოდან და გარედან შეხედეთ საკუთარ ცხოვრებას. ვის უძღვნით მთელს თქვენს ფიზიკურ არსებობას, რას უძღვნით? საკუთარი ეგოს ახირებების დაკმაყოფილებას ხომ არა? რაზე ფიქრობთ ყველაზე ბევრს? იმაზე ხომ არა, რაც ფიზიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ? თუკი თქვენ ისწრაფვით მატერიალურისკენ, მატერიალურის ჯილდო მხოლოდ მატერიალურ სამყაროშივე ეძლევათ ადამიანებს. პატარ-პატარა დამოკიდებულებები ყველას გვაქვს მატერიალურ რამეებზე. მაგალითად, ვიღაცას ყავაზე დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ძალიან სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდეს, ვიღაც შეიძლება ტაძარში იდგეს და მატერიალურ კეთილდღეობაზე ლოცულობდეს. რას ითხოვთ თქვენ? სულიერ სიმშვიდეს? თუ თქვენი მიწიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას? ყველას თავისი ღმერთი ჰყავს და სწორედ ამ ღმერთის ხელებში აღმოვჩნდებით ხოლმე სიკვდილის შემდეგ. კარგად გაარკვიეთ როგორია თქვენი ღმერთი.


image


  • უსმენ სინდისის ხმას?

სინდისი ყველას გვაქვს, უბრალოდ ზოგი ვუსმენთ მას, ზოგი ვერა, უმეტეს შემთხვევაში კი ნაწილობრივ. "შენი სინდისი შენი ეგოიზმის წესიერების საწყაოა, ყურადღებით უსმინე მას", - წერს ბახი. სინდისი დამოუკიდებელი აბსტრაქტული საგანი კი არა, თქვენი სულის ხმაა. მორალურ კოდექსზე არ ვსაუბრობთ. მორალი კიდევ სხვა რამეა, გარედან ჩანერგილი წესები. ვსაუბრობთ სინდისზე, როგორც შინაგან ხმაზე, პატარა ინტუიტიურ ხმაზე, შეგრძნებაზე, რომელიც გვაფრთხილებს, რომ იმ გზაზე ვდგავართ, რომელიც ჩვენი არ არის, რომ ისე ვიქცევით, როგორც არ უნდა ვიქცეოდეთ. იგი გვაფრთხილებს მტანჯველი ემოციებით - დანაშაულის შეგრძნებით, სირცხვილით, ზიზღითაც კი საკუთარი თავის მიმართ.



ეგო და სხეული სულის უნიფორმაა მხოლოდ, კოსტიუმი, რომელიც ამ სამყაროს პირობებთან მოსარგებად ჩავიცვით, მაგრამ ეს ხშირად გვავიწყდება. თქვენი სული, იგივე ენერგია საერთო ენერგიის, უმაღლესის ნაწილია, ღმერთის, შემოქმედის, სამყაროს თუ რა სახელიც გინდათ დაარქვით. თქვენ მისი ნაწილი ხართ და ისიც ცდილობს არ დაკარგოს კონტაქტი, არ წყვეტს თქვენთან კავშირზე გამოსვლის მცდელობას და ამ კავშირის დამყარების მცდელობაა სულის ხმაც - თქვენი სინდისი. თქვენ ეს სამოსი უნდა გამოიყენოთ, სამოსი კი არ უნდა გიყენებდეთ თქვენ. უნდა მოახერხოთ მასში ჰარმონიული არსებობა და ხელს არ უნდა გიშლიდეთ დანარჩენ სამყაროსთან მთლიანობის აღქმაში, საკუთარი თავის სამყაროს ნაწილად გააზრებაში.


image


როცა შინაგან ხმას არ ვუსმენთ, ჩვენ არ ვუსმენთ ღმერთს. გინდათ იცოდეთ სულიერად ცხოვრობთ თუ არა? დააკვირდით რამდენად ჰარმონიაშია ერთმანეთთან თქვენი შინაგანი ხმა - იგივე სინდისი და ფიქრები, ემოციები თუ ქმედებები. თუკი სული ამ ცხოვრებაშივე ვერ დაადგა გზას, სიკვდილის შემდეგ ეგო კვდება და ვინღა უნდა გაგვიძღვეს წინ? ეგებ მართლაც მოგვიწიოს უკან დაბრუნება გზააბნეულებს, განსხეულებულმა როგორმე საკუთარი სულისთვის მოსმენა რომ ვისწავლოთ.


მოკლედ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ენერგიით ვცხოვრობთ, რაში ვიყენებთ ამ ენერგიას და რა არის ჩვენი დრაივი, ჩვენი მოქმედებაში მომყვანი ძალა. ჩაიხედეთ სარკეში და ჰკითხეთ თავს: მაქვს კავშირი საკუთარ სულთან? რა მმართავს? რას ვეთაყვანები? და თუ ამ სამ შეკითხვაზე გულწრფელი პასუხის გაცემას მოახერხებთ, მიხვდებით - ისევ "გეტენებათ" საგანი, თუ სხვა, ახალ ეტაპზე გადასვლას იწყებთ.


image


"რამდენი ცხოვრება უნდა გავიაროთ, სანამ პირველად მოგვივა თავში, რომ არსებობს კიდევ სხვა ცხოვრება, ჭამის, ჩხუბის და გუნდში პირველობისთვის ბრძოლის გარდა? ათასი ცხოვრება უნდა გავიაროთ, ჯონ, ათი ათასი! მერე კიდევ ასი ცხოვრება, სანამ იმის სწავლას შევუდგებით, რომ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა სრულქმნილება; შემდეგ კიდევ ასი ცხოვრება იმის მისახვედრად, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ამ სრულქმნილების პოვნა და გამოვლენაა. ახლაც ამ კანონით ვმოქმედებთ: ჩვენ მორიგ სამყაროს იმის მიხედვით ვარჩევთ, რასაც ამჟამად ვსწავლობთ.


ნურაფერს ისწავლი და მომდევნო სამყაროც ზუსტად ასეთივე იქნება, ასეთივე დასაზღვრულობებით და დასაძლევი სირთულეებით", - თოლია ჯონათან ლივინგსტონი


სტივენ ბაკარცის სტატიის მიხედვით


ასევე დაგაინტერესებთ:



5 ნიშანი იმისა, რომ ცხოვრებაში სწორ გზაზე დგახართ


ამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლად


5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ


ბუდას 27 სიბრძნე, რომლის გაცნობიერება ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის


ბიბლიის პასუხი კითხვაზე - რა არის სიყვარული?


რა არის ჭეშმარიტება? - ძენის ოსტატის 6 პასუხი, რომელიც თავდაყირა დააყენებს თქვენს აზროვნებას


ადამიანის სულიერი განვითარებისა და სიჯანსაღის 20 ნიშანი



სხვა საინტერესო სტატიები ნახეთ არხზე: მაია 24



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

2
3031
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
3031
  
2019, 13 სექტემბერი, 9:04
ვაი დედაა...
2019, 13 სექტემბერი, 2:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2