13 მსახიობი, რომლებმაც ქრისტეს დაუვიწყარი კინოსახეები შექმნეს - ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ისინი დღეს
იმ მრავალრიცხოვან მსახიობთა შორის, რომლებმაც სხვადსხვა დროს კინოსა თუ თეატრში იესო ქრისტე განასახიერეს, წარმოგიდგენთ 15 ყველაზე პოპულარულ მსახიობს. ნახეთ, როგორ გამოყურებიან ისინი დღეს.
ხოაკინ ფენიქსი
ჯოკერის შემდეგ, ქრისტეს განსახიერებით, ხოაკინ ფენიქსმა კონოხელოვნებაში კიდევ ერთი დამაინტრიგებელი სახე შექმნა. 44 წლის მსახიობი უკანასკნელია, ვინც უახლეს ფილმში "მარიამ მაგდალინელი", იესოს როლი შეასრულა. ფილმი მაცხოვრის ისტორიას ფემინური თვალთახედვით გვიყვება. ფენიქმა, პერსონაჟის გათავისების მიზნით, თმა და წვერი მოუშვა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, უარი განაცხადა, ბრმა ქალისთვის თვალებში ტალახის შეზელაზე, როგორც ეს იოანეს სახარებაშია აღწერილი.
ვიქტორ გარბერი
კანადელმა მსახიობმა, ვიქტორ გარბერმა, რომელიც "ტიტანიკში" შესრულებული როლითაა საყოვეთაოდ ცნობილი, ქრისტე განასახიერა მათეს სახარების მიხედვით დადგმულ მიუზიკლის (Godspell) კინოეკრანიზაციაში.
ჯონ ლეჯენდი
2018 წელს ლეჯენდმა იესო ქრისტეს როლი ენდრიუ ლოიდ ვებერის როკ-ოპერის ადაპტაციაში შეასრულა, სახელწოდებით "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი". იგი პირველი ფერადკანიანია, რომელმაც ერთდროულად ემის, გრემის, ოსკარისა და ტონის ჯილდოები მიიღო.
როდრიგო სანტორო
ბრაზილიელმა მსახიობმა როდრიგო სანტორომ ქრისტე "ბენ-ჰურის" 2016 წლის კონოადაპტაციაში განასახიერა. როლზე მუშაობისას სანტორომ აღნიშნა, რომ ეს მისი სამსახიობო კარიერის ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე შთამაგონებელი როლი იყო.
ჯიმ კევიზელი
2004 წელს მელ გიბსონის ფილმში "ქრისტეს ვნებანი", რომელიც მაცხოვრის სიცოცხლის უკანასკნელ 12 საათს ასახავს, ჯიმ კევიზელის მიერ შექმნილი მაცხოვრის სახე ქრისტეს კინოროლებს შორის ყველაზე პოპულარულია. ფილმის შემოსავალმა 611 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამბობენ, რომ ცავიელი იესო ნაზარეველს გიბსონის სიქველშიც (The Passion of the Christ: Resurrection - "აღდგომა") განასახიერებს, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.
ქრისტიან ბეილი
დაივიწყეთ "ბეტმენი"... ვიდრე კრისტიან ბეილი კომიქსების ცნობილი სუპერგმირის როლს მოირგებდა, 1999 წელს სატელევიზიო ფილმში "მარიამ ღვთისმშობელი" ღვთის ძე განასახიერა. ფილმი ქრისტეს ამბავს წმინდა მარიამის თვალთახედვით მოგვითხრობს და იმ როლის წარმოჩენას ცდილობს, რაც მას ქრისტეს ცხოვრებაში ჰქონდა.
ხუან პაბლო დი პაკე
AD: The Bible Continues ქრისტეს გარდაცვლაების შემდეგ, მისი მიმდევრების ისტორიას მოგვითხრობს. სერიალი NBC-ის გადაღებულია. Wall Street Journal-თან 2015 წლის ინტერვიუში არგენტინაში დაბადებულმა 37 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ ერთადერთი რამ, რაც მას ამ როლის გათავისებაში დაეხმარა ის იყო, რომ ქრისტეზე მის წარმოდგენაში არებული ყველა სტერეოტიპისგან გათავისუფლდა.
დიოგო მორგადო
ამ მისტიური თვალების პატრონისთვის საკვირველი სულაც არაა, რომ 2014 წელს ბიბლიურ დრამაში, სახელწოდებით "ძე ღვთისა" მაცხოვრის განსახირება ანდეს...
ბრაიან დიკონი
ბრაინ დიკონმა იესო ნაზარეველი 1979 წელს გადაღებულ ფილმში "იესო" განასახიერა. ფილმი 1200-მდე ენაზე ითარგმნა და თითქმის მთელ მსოფლიოში აჩვენეს.
თედ ნილი
"ისესო ქრისტე სუპერვარსკვლავის" მთავარი გმირი თედ ნილი 70-იანების როკ-ვარსკვლავი გახლდათ. მსახიობისა და მუსიკოსის მიერ განსახიერებული ქრისტე თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს მაცხოვრის განსხვავებულად გააზრების საშუალებას აძლევს. ფილმში აქცენტი იუდასა და ქრისტეს ურთიერთობაზეა.
რობერტ პაუელი
მსახიობის დაუვიწყარი თვალები და მზერა ვისაც ერთხელ მაინც უნახავს, ალბათ არასოდეს დაავიწყდება. ფრანკო ძეფირელს სურდა, მისი ფილმის წყალობით მაყურებელს მაქსიმალურად რეალისტური თვალით კონტაქტი ჰქონოდა მაცხოვართან. პაუელმა ფენომელაური სამუშაო გასწია.
უილიამ დეფო
ვიდრე ის "კაცი ობობაში" შესრულებული ბოროტმოქმედის როლით გახდებოდა ცნობილი, უილიამ დეფომ მარტინ სკორსეზეს 1988 წლის ფილმში "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება" მესიის როლი შეასრულა.
ევან მაკგრეგორი
ევან მაკგრეგორმა ქრისტე 2015 წლის ფილმში განსახიერა, სახელწოდებით "უკანასკნელი დღეები უდანოში", სადაც ის ქრისტეს თანამედროვე სახით წარმოაჩენს.
ასევე დაგაინტერესებთ: