x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
გასტრიტი და მაღალი მჟავიანობა – როგორ გავუმკლავდეთ მარტივად, იაფად და ეფექტურად
image


კუჭი საკვანძო როლს თამაშობს საჭმლის მომნელებელ პროცესში, რამდენადაც იმ ყველაფერს ამუშავებს რასაც მივირთმევთ, შედეგად კი ხელს უწყობს ნაწლავებს შეითვისოს მკვებავი ნივთიერებები და გათავისუფლდეს ტოქსინებისგან.


ეს ის ორგანოთაგანია, რომელიც მაქსიმალურ ძალისხმევას ავლენს ორგანიზმის ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოს. ზუსტად ამიტომაც ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა დაავადებებისადმი. ყველაზე ხშირად ეს გასტრიტი და მაღალი მჟავიანობაა, რომელიც იწვევს გულძმარვას ანთების, ტკივილისა და გაღიზიანების თანხლებით.



აღნიშნული ავადმყოფობები განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, თუმცა, უფრო ხშირად ეს გამოწვეულია სტრესით, ნორმაზე მეტი საკვების მიღებით და ისეთი პროდუქტების მოხმარებით, რომელიც კუჭს აღიზიანებს.


არსებობს ძალიან დიდი რაოდენობის ხალხური საშუალება, რომელიც კომერციული წარმოების სამედიცინო პრეპარატებისგან განსხვავებით, ხსნის დაავადების არასასიამოვნო სიმპტომებს ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.


ვაშლის ძმარი


ვაშლის ძმარი არაჩვეულებრივი ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტია, რომელიც კუჭში მჟავას წარმოქმნას არეგულირებს, ხელს უწყობს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენას გასტრიტის დროს და კურნავს წყლულებს. ეხმარება რეფლუქსისგან (კუჭის შიგთავსის უკან, საყლაპავისკენ დაბრუნება) გათავისუფლებაში, რომელიც ხშირად საკვების მიღების შემდეგ ჩნდება.



image


ინგრედიენტები:

  • – 1 ს.კ. ვაშლის ძმარი (10 მლ.)
  • – 1 ჭ. წყალი (200 მლ.)
მომზადების და მიღების წესი:

  • – გახსენით ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალში და დალიეთ უზმოზე გასტრიტის პირველი სიმპტომების დროს. ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • – დღეში 2 ჭიქაზე მეტი არ მიიღოთ.

ალოე თაფლით


ალოე – ბუნებრივი ანტაციდი, რომელიც კუჭში ტკივილს აყუჩებს, ეხმარება დიარეის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების დროს. მაგალითად, ისეთი როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი და გასტრიტი.


უფერული გელი, რომელსაც ალოეს ფოთლები შეიცავს, ნაწლავების აქტივაციას ახდენს და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. შეგიძლიათ შეურიოთ მცირე რაოდენობით ნატურალური თაფლი, რომელიც ამცირებს კუჭის გაღიზიანებასა და მჟავიანობას.



image


ინგრედიენტები:

  • – 2 ს. კ. ალოეს გელი (30 გრ.)
  • – 1 ს. კ. თაფლი (25 გრ.)
  • – ½ ჭ. წყალი (100 მლ.)
მომზადების და მიღების წესი:

  • – ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და რამდენიმე წამის მანძილზე ურიეთ.
  • – როგორც კი ნაზავი ერთგვაროვანი გახდება, გადაიტანეთ წყლიან ჭიქაში და მაშინვე დალიეთ.
  • – აღნიშნული საშუალება არ მიიღოთ დღეში 2 ჯერზე მეტად, რამდენადაც მსუბუქი საფაღარათო ეფექტი გააჩნია.

საკვები სოდა


ეს ბუნებრივი ტუტე საშუალება ხელს უწყობს გასტრიტის სიმპტომების მკვეთრად შემცირებას და სხვა საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.


ექსპერტები გვაფრთხილებენ არ გამოვიყენოთ საკვები სოდა მაღალი არტერიული წნევის და მარილის დაბალი შემცველობის მქონე დიეტის დროს.


image


ინგრედიენტები:

  • – 1 ჩ. კ. საკვები სოდა (5 გრ.)
  • – 1 ჭ. წყალი (200 მლ.)
მომზადების და მიღების წესი

  • – 1 ჩ.კ სოდას ( კარგი იქნება თუ 1/4 ჩ.კ. დაიწყებთ და დოზას ნელ-ნელა გაზრდით) დაასხით მდუღარე წყალი რომ ჩაიწვას. მიიღეთ ცხელი სახით, ისე რომ პირი არ დაიწვათ. (თბილი და ოთახის ტემპერატურის კატეგორიულად არ შეიძლება, ეს მხოლოდ ზიანს მოგაყენებთ).
  • – შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 2 –ჯერ განსაზღვრულად მშიერ კუჭზე ( ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ). კარგია ამ საშუალების მიღება უზმოზე.


ბრინჯის წყალი


ბრინჯის წყალი – ბუნებრივი მატონიზირებული საშუალება, რომელიც კუჭის მჟავიანობას ამცირებს და ხელს უწყობს მის აღდგენას წყლულის და სხვა დარღვევების შემთხვევაში.

ბევრ ქვეყანაში ბრინჯს იყენებენ როგორც დიარეის საწინააღმდეგო საშუალებას, თუმცა, ის ასევე სასარგებლოა რეფლიუქსის, მეტეორიზმის და მუცლის ტკივილის მკურნალობის პროცესში.



image


ინგრედიენტები:

  • – ½ ჭ. ბრინჯი (100 გრ.)
  • – 1 ლ. წყალი
მომზადების და მიღების წესი

  • – აადუღეთ წყალი ბრინჯთან ერთად, გაგრილების შემდეგ გადაწურეთ მარლის გამოყენებით.
  • – მიიღეთ ნახარში დღეში 1-2 -ჯერ, როგორც კი არასასიამოვნო სიმპტომებს შეამჩნევთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით.

სელის წყალი


სელის თესლი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რაც არჩვეულებრივი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ.


image


ინგრედიენტები:

  • – 1 ს. კ. სელის თესლი (10 გრ.)
  • – 1 ჭ. წყალი (200 მლ.)
მომზადებისა და მიღების წესი:

  • – ჩაყარეთ სელის თესლი ჭიქა წყალში და დააყენეთ 12 საათის მანძილზე.
  • – ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ შესქელებული სელის თესლი ყოველ დღე უზმოზე.

გვირილის ნაყენი


გვირილის ნაყენი – ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კუჭში ანთებითი პროცესების და გასტრიტის სამკურნალოდ.


image

ინგრედიენტები:

  • – 1 ს. კ. გვირილა (10 გრ.)
  • – 1 ჭ. წყალი (250 მლ.)
მომზადებისა და მიღების წესი:

  • – მდუღარე წყალი დაასხით გვირილას.
  • – დააფარეთ ჰერმეტულად, დააყენეთ 15-20 წუთის მანძილზე, შემდეგ მიიღეთ.
  • – ნაყენი დალიეთ ყოველი ჭამის მერე.


ამოირჩიეთ რომელიმე საშუალება და თავად დარწმუნდებით, რომ თითოეული მათგანი არჩვეულებრივად არეგულირებს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვან ბალანსს და ამცირებს გასტრიტის სიმპტომებს.


მართალია, ზოგიერთ კომერციულ პროდუქტს შეუძლი თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესოს, თუმცა, უკეთესია უპირატესობა გამოცდილ ნატურალურ საშუალებებს მიანიჭოთ.


ნებისმიერი პრეპარატის, საშუალების თუ მკურნალობის მეთოდის გამოყენების წინ, უმნიშვნელოვანესია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიაროთ!


ასევე დაგაინტერესებთ:


რატომ უნდა მივირთვათ ნაყინი საუზმეზე – იაპონელ მეცნიერთა უახლესი კვლევის შედეგები


როგორ ანადგურებს შაქარი ჩვენს ჯანმრთელობას? 8 სახიფათო შედეგი


ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი


რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის


იცით, ვისკი რამდენ დაავადებას კურნავს?


2
796
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
796
  
2019, 13 სექტემბერი, 14:57
დიდი მადლობა :)
2019, 13 სექტემბერი, 13:40
როგორც ყოველთვის საინტერესო, სასარგებლო და კითხვადი სტატიაა...
0 1 2