x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე ლამაზი და ცეცხლოვანი ფესტივალი შუა უდაბნოში – «Burning man»
უდაბნოს ხსენებაზე პირველი, რაც გაგონდებათ, ალბათ ქვიშა და სიცხეა, სადაც დაკარგვას კი არა, მოხვედრასაც არ ისურვებდა ბევრი თქვენგანი, რადგან ასობით ათას კილომეტრზე გადაჭიმულია ქვიშა და ქარიშხლის დროს ქვიშის ტალღებში მოხვედრა ჯოჯოხეთის ტოლფასია. წყლის მარაგიც არ იქნებოდა საკმარისი და გზამკვლევის გარეშე ოაზისამდე ბუნებრივია, რომ თქვენით ვერ მიაღწევთ. კიდევ რა შეიძლება უდაბნოს გაგონებაზე გავიხსენოთ? ალბათ ფილმი "საჰარა", სადაც ფილმის გმირებს ჯილდოს მისაღებად ერთ-ერთი ყველაზე დიდი უდაბნოს- "საჰარას" გავლა უწევთ რბოლით.


image




ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ უკაცრიელ და ურესურსო ადგილას შეიძლება რაიმე გრანდიოზული მოაწყო და ფესტივალი გამართო. გაგიკვირდებათ და ფესტივალი, რომელიც «Burning Man» -ის სახელითაა ცნობილი, ამერიკის უდაბნოში "ბლექ როკში" ყოველ წელს იმართება. უდაბნოს შუაგულში იშლება თვალწარმტაცი გიგანტური პეიზაჟები, დეკორაციები და სხვადასხვა კრეატიული ინსტალაციები, რომლის სანახავად და ფესტივალზე გასართობად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ათასი ადამიანი ჩადის. 2019 წელს კი ფესტივალის მთავარ სიმბოლოს «Burning Man»-ი ანუ "ცეცხლოვანი კაცი" წარმოადგენდა, რომლის გამოსახულებაც ბევრისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.


image





ფესტივალის იდეა პირველად 1986 წელს გაჩნდა. თავდაპირველად ფესტივალს ესწრებოდა მცირე ჯგუფი და მისი მთავარი ამოცანა იყო ხის კაცუნას გამოსახულების დაწვა, რადგან ამ რიტუალის ჩატარებით სწამდათ, რომ განიწმინდებოდნენ და ძალებს აღიდგენდნენ. მოგვიანებით კი, ფესტივალი ფართომასშტაბიან და ფერად შოუდ იქცა. გასულ წელს «Burning Man» -ის ფესტივალს 70 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.



გთავაზობთ ფოტოებს ფესტივალიდან «Burning Man».


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
336
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0