x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
გარდაცვლილი ვარსკვლავები, რომლებიც შესაძლოა არც მომკვდარან
როდესაც ხარ "სუპერვარსკვლავი" და თან ახალგაზრდა, ვერასდროს იფიქრებენ იმაზე, რომ შეიძლება უეცრად მოკვდე. ამიტომ, გულშემატკივრები ნებისმიერ მოულოდნელ სიკვდილს საეჭვოდ მიიჩნევენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც "მკვდარი" ვარსკვლავი მოულოდნელად ნახეს რესტორანში სადღაც მექსიკის საზღვარზე.




image


ერთ-ერთი წყაროს თანახმად, (რომელმაც სტატია მრავალი მოწმეებისა და არაერთხელ გაჟღერებული სიახლეების ფონზე აკინძა), დიადი ვარსკვლავები, როგორებიც არიან როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლი; პოპ-მუიკის მეფე მაიკლ ჯექსონი; ბრიტანეთის პრინცესა დაიანა და ცნობილი ჯგუფის The Doors-ის სოლისტი და მწერალი, ცოცხლები არიან და მათ საკუთარი სიკვდილი გაითამაშეს.




გარდაცვლილი ვარსკვლავები, რომლებიც შესაძლოა არც მომკვდარან



1. ელვის პრესლი. როგორც ცნობილია, როკ-ენ-როლის მეფე 1977 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა. ის არა მარტო ახალგაზრდა, არამედ საეჭვო ვითარებაში მოკვდა. როგორც ჩანს, ჰამბურგერებს და თაყვანისმცემლებს მისთის სიხარული არ მოჰქონდა და იყო დრო, რომ გამქრალიყო სკივრ ოქროსა და პლასტიკური ქირურგის ბარათთან ერთად.




image



1978 წელს, ელვისის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, გამოჩნდა მწერალ გეილ ბრუერ-ჯორჯოს წიგნი Orion. მასში დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ აყალბებს ცნობილი მომღერალი თავის სიკვდილს საყვარელი ადამიანისათვის სიცოცხლის იმედით. წიგნის გმირს სხვა სახელი ჰქონდა, მაგრამ გულშემატკივრებმა ეს მინიშნება გაიგეს და ამერიკაში ელვისის მოწმეების ეპიდემია დაიწყო. მას ყველგან ხედავდნენ, მაგრამ ყველაზე ხშირად სასტუმროებში, სადაც მომღერალი ფარულად ცხოვრობდა ჯონ ბეროუზის სახელით (ელვისი სიცოცხლეშივე იყენებდა ასეთ ფსევდონიმს სასტუმროებისთვის). საქმეში მოახლეები, ექსტრასენსები და შოუბიზნესის საიდუმლო ინფორმატორები ჩაერთნენ. ცოცხალი მომღერალი ფონზეც კი ნახეს კომედიურ ფილმში "მარტო სახლში"!


მომღერალს ბოლოს მოწმეების ბრბო 2017 წელს უყურებდა. დაღლილი ელვის პრესლი, დაცვის თანხლებით და უზარმაზარი სათვალეებით, 82 წლის დაბადების დღის საპატივცემულოდ მივიდა ღონისძიებაზე.






2. მაიკლ ჯექსონი. ელვის პრესლის სიძე პოპ-მუსიკის მეფე მაიკლ ჯექსონიც მოულოდნელი სიკვდილით დაგვემშვიდობა. თუმცა, ის ცხორებაშივე იყო დამარხული ხალხის მიერ გაუთავებელ სკანდალებში გახვევის გამო. 2009 წლის ივნისში მისი გარდაცვალების გამოცხადების პირველ წუთებში ვერცერთმა ჩვენგანმა ვერც კი დაიჯერა მისი სიკვდილი - ეს ისეთი დაუვიწყარი დღე იყო, ასეთი ხომ ძალიან ცოტაა.


image


რამდენიმე დღის შემდეგ, ოფიცერმა, რომელიც მსახურობდა კალიფორნიასა და მექსიკას შორის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, თქვა, რომ მან პირადად ნახა და დააკვირდა, თუ როგორ დატოვა ცოცხალმა მაიკლ ჯექსონმა ქვეყანა. მას შემდეგ არ წყდება ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ დააფიქსირეს მომღერალი პლანეტის ხან ერთ ადგილას, ხან მეორე მხარეს. ზოგჯერ შესაძლებელი იყო მისთვის ფოტოების გადაღებაც.


ოფიციალური პირები უარყოფენ ასეთ შესაძლებლობას, მათი თქმით, მომღერლის გარდაცვალების შემდეგ ჩატარებულმა გაკვეთამ ნათლად დაადასტურა მისი ვინაობა. ჯექსონის ქალიშვილი პარისი სრულიად დარწმუნებულია, რომ მისი მამა მოკლეს, ხოლო ამბავი გულის გაჩერებისა და მედიკამენტების შესახებ საზიზღარი დადგმა.





3. პრინცესა დაიანა. ინგლისის პრინცესას გარდაცვალება მოხდა იმ დროს, როდესაც მისმა ურთიერთობამ სამეფო ოჯახთან მიაღწია ყველაზე დაბალ და საშინლად ცივ წერტილს, როდესაც პირად ფრონტზე, რევოლუციური ცვლილებები მწიფდებოდა, როგორც ეს ხშირად ხდება და თან დიდი ხნის ნანატრ განქორწინების შემდეგ. 1997 წლის 31 აგვისტოს დიანა თავის ახალ მეგობარ დოდი ალ-ფაედთან ერთად პარიზის გვირაბში ავტო-კატასტროფაში მოყვა.


image


ბევრ გულშემატკივარს და ჟურნალისტს არ ჰქონდა ავთენტურობის შეხება ინციდენტის აღწერაში. შედეგად, Grassy Knoll Institute-მა გამოაქვეყნა ცოცხალი პრინცესას ფოტო ინვალიდის ეტლში. თვითმხილველების თქმით, დიანა ავარიას გადაურჩა და ჩიტივით თავისუფალი გახდა. ისინი ასევე ამბობენ, რომ მან მოახერხა პრინცი უილიამისა და კეტრინ მიდლტონის ქორწილში დასწრება, ანუ ის ეწეოდა სოციალურ ცხოვრებას მისი სავარაუდო ტრაგიკული სიკვდილიდან 14 წლის შემდეგ.


მაგრამ სად შეიძლება დაიმალო ინგლისში ამდენი წლის განმავლობაში? მექსიკასთან საზღვარი არ არის, რომ ...




4. ჯიმ მორისონი. დიდი პოეტი და ჯგუფი The Doors-ის სოლისტი მომღერალი ჯიმ მორისონი აბსოლუტურად არასწორ დროს გარდაიცვალა. უახლესი ალბომები შესანიშნავი იყო, ჯგუფს ხელის გულზე ატარებდნენ. ისე, მსუბუქი ზედმეტი მუშაობა და შემოქმედებითი გადაწვა არავის ემართება. და მაინც, ძილში სიკვდილი პარიზის აბაზანაში და თუნდაც 27 წლის ასაკში, არარეალურია. მისი ცხედარი არასოდეს გაუკვეთავთ. მისი მეგობრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯიმს ან თავად ჰქონდა ძალიან ბევრი ნარკოტიკი მიღებული, ან განზრახ მოკლა ნარკოდილერმა.


image


The Doors-ის ლიდერმა რეი მანზარეკმა გააკეთა განცხადება, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველაფერი მისთვის უცნაური იყო. მაგრამ მას არასოდეს უნახავს გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი. რეის თქმით, მორისონს შეეძლო ადვილად გაეყალბებინა სიკვდილი, რის შემდეგაც მას შეეძლო დამალულიყო სადაც მოესურვებოდა, იდეალურია იმ ქვეყნებში ცხოვრება, სადაც მას ცუდად იცნობენ.


ფანებს მოეწონათ ეს იდეა და მას შემდეგ ისინი ეძებენ ჯიმ მორისონის მსგავს ადამიანებს ეგზოტიკურ პლაჟებზე და ტიბეტის სასადილოებში. სამართლიანად რომ ვთქვათ, მორისონი მალე 80 წლის გახდებოდა. დროა თავი დავანებოთ ძიებას, რადგან ბიჭი რომც იპოვონ, საეჭვოა მას საკუთარი სიმღერები გაახსენდეს.



0
356
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0