განათლება ბერძნული მითოლოგიის 6 ყველაზე საშინელი არსება! 2020, 8 იანვარი, 16:36 ბერძნულ მითოლოგიაში უამრავ საშინელ არსებაზე ყოფილა საუბარი, თუმცა ეს ექვსეული ნამდვილას შიშისმომგვრელია. ლეგენდა თუ რეალური წარსული, ეს თქვენ გადაწყვიტეთ. ახლა კი წარმოგიდგენთ ბერძნული მითოლოგიის 6 ყველაზე საშინელ არსებას: ((( ჰიდრა )))ჰიდრა იგივე წყლის გველი არის ლერნეს ჭაობის ბინადარი. ტიფონისა და ექიდნეს ნაშიერი; ჰერას გამოზრდილი. ცხრა, ას- ან ათასთავიანი და ისეთი გესლიანი, რომ მისი ღვიძლის სისხლით მოწამლული ისრებით უკვდავნიც კი მოურჩენელი წყლულით იტანჯებოდნენ. ლეგენდის თანახმად, ჰიდრას 9 თავი ჰქონდა, თუმცა როდესაც მას თავს შეცდომით აჭრიდნენ მის ადგილას ორი თავი ამოსდიოდა. მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდარულმა ჰერაკლემ მოახერხა მისი ნამდვილი თავის პოვნა და მოჭრა, რაშიც მცირედი დახმარება ათენასგან ითხოვა. ((( ციკლოპები )))ციკლოპები ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილები არიან, როგორც ცალთვალა ბუმბერაზები. ჰესიოდეს მიხედვით, ციკლოპები ჭექა-ქუხილის დემონები, ურანოსისა და გეას შვილები არიან. ურანოსს ციკლოპები ქვესკნელში ჰყოლია გამომწყვდეული, კრონოსს აუხსნია, უმსახურია, მერე კი ტარტაროსში ჩაუყრია. ზევსს გაუთავისუფლებია და მათ გამოჭედილი მეხით ღვთაებათა ძვ. თაობა დაუმხია. ბოლოს ზევსზე გულმოსულ აპოლონს დაუხოცია. ციკლოპები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ტიტანების ბრძოლაში, სადაც ზევსის მხარეზე იბრძოდნენ. ((( კერბეროსი )))ჯოჯოხეთის კარიბჭის(ჰადესის კარების) მცველი. კერბეროსს 3 თავი ჰქონდა და მის ტანზე გველები იკლაკნებოდნენ. ჯოჯოხეთის კარიბჭის მცველი კარებში ყველა გამვლელს უშვებდა, მაგრამ უკან დაბრუნების საშუალებას არავის აძლევდა. ლეგენდის თანახმად, ძაღლის მსგავსი ეს არსება 5 ჯერ არის დამარცხებული. ((( მედუზა )))დები გორგონები ულამაზესი ზღვის ქალიშვილები იყვნენ. ერთ ერთი მათგანი მედუზა იმდენად ლამაზი იყო, რომ ღმერთების ყურადღებასაც იპყრობდა, თუმცა მისთვის ამ ყველაფერს არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. როდესაც მისმა სილამაზემ ამჯერად ზღვის ღმერთი პოსეიდონი დაიპყრო, არც ისე უმნიშვნელო გამოდგა. პოსეიდონმა ძალისხმევით მოახერხა მედუზას დაპყრობა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება, რაც ქალღმერთ ათენას სულაც არ ესიამოვნა, რადგან ეს კავშირი მის ტაძარში განხორციელდა. ათენამ მედუსა და მისი დები სამუდამოდ დაწყევლა, ისინი საშინელ არსებებად გადააქცია. მიუვალ კუნძულზე დასახლებული დები ნელ-ნელა უფრო საშინელ არსებებად გადაიქცნენ. ლეგენდის თანახმად, ვინც მათ შეხედავდა, ადგილზე ქვად იქცეოდა. ((( ტიფონი )))ტიფონი გეას და ტარტაროსის უფროსი ვაჟია, პითონის და ექიდნეს ძმა. ტიფონის ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილია, როგორც ყველაზე საშინელი არსება, რომლისაც თვით ღმერთებსაც კი ეშინოდათ. მას ჰქონდა ასობით გველის თავი და თითოეულიდან ცეცხლს აფრქვევდა. ლეგენდის თანახმდა, ტიფონი შეეწინააღმდეგა ზევს და მისი დამარცხებაც მოახერხა, თუმცა მოგვიანებით ჰერმესის დახმარებით ზევსი ისევ გაცოცხლდა და ტიფონისგან შური იძია. ((( ქარიბდისი )))ქარიბდისი ბერძნულ მითოლოგიაში ზღვის ურჩხულია. იგი პოსეიდონის ქალშვილია და სისასტიკესთან ერთად გამოირჩევა ნივთების მოპარვით. მისი ამ საქციელით განრისხებულმა ზევსმა, ის საშინელ წყლის ურჩხულად გადააქცია. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> იხილეთ ასევე <<<<<ყველაზე გრანდიოზული 6 შენობა მთელ მსოფლიოში - ეს უნდა ნახოთ! დასახელდა ყველაზე მიმზიდველი 5 მასწავლებელი - რომელია თქვენი რჩეული? ყველა დროის 14 ყველაზე გიჟური საქორწინო კაბა ტიტანიკის კატასტროფიდან გადარჩენილი მამაკაცის მტკიცებით, გემის ჩაძირვა სხვა რამ გამოიწვია! აი რას ნიშნავს გახდე მშობელი - სახალისო ილუსტრაციები 1155 5-ს მოსწონს
|