x
image
alex999
Mediator image
გმირი თუ მსხვერპლი? - რა დაემართა კოსმოსში გაგზავნილ შიმპანზე ჰემს?

ისტორიის მანძილზე ქვეყნებს შორის კონკურენცია მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით არ შემოიფარგლა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ყოველთვის ცდილობდნენ კოსმოსის შესახებ უფრო მეტის შესწავლას, ამისთვის ადამიანები ყველაფერზე მიდიოდნენ, ზოგჯერ ექსპერიმენტებისთვის ცხოველებსაც იყენებდნენ. ერთ-ერთი მაგალიათი შიმპანზე ჰემია.


image










იყო თუ არა შიმპანზე ჰემი ეროვნული გმირი? თუ ის უბრალოდ პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ განწირული ცხოველი? მოდით ერთად გადავხედოთ მის ისტორიას და დასკვნაც ერთად გამოვიტანოთ.


ჰემი დაიბადა 1975 წელს კამერუნში. ველურ გარემოში ცხოვრობდა იქამდე, სანამ ის ბრაკონიერების ხელში არ ჩავარდა. ამ უკანასკნელებმა, ჰემი აშშ-ში გაყიდეს. 2 წლის ასაკში ჰემი აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეიძინა. სხვა მაიმუნებისგან განსხვავებით ჰემი საკმაოდ ნიჭიერი და მონდომებული გახლდათ, მან მალევე ჩააბარა ყველა გამოცდა, რომლის შედეგადაც 40 მაიმუნიდან ის აირჩიეს კოსმოსში გასაგზავნად. ეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. 1961 წლის 31 იანვარს, ჰემი გააგზავნეს კოსმოსში, მას ჩააცვეს ბავშვის საფენები და წყალგაუმტარი ჩასაცმელი. გმირი შიმპნაზე მოათავსეს კაფსულაში, რომელიც 25 მეტრიანი Mercury-Restone 2-ში იყო დამონატაჟებული.


image




ჰემის მოგზაურობა წარმატებული აღმოჩნდა, ატლანტის ოკეანეში წარმატებული დაშვების შედეგად შიმპანზე ცოცხალი დაბრუნდა დედამიწაზე. ის გახდა პირველი მაიმუნი, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა.

image




თუმცა მისთვის ეს უკანასკნელი ბედნიერი დღე იყო.... მისიის შემდეგ, ჰემი გადააგზავნეს ვაშინგტონში მდებარე ერთ-ერთ ზოოპარკში, სადაც 17 წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა. 1983 წელს 26 წლის ასაკში ჰემი გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ადამიანს კოსმოსისკენ მიმავალი გზა გაუხსნა, ჰემის მოგზაურობიდან 3 თვის შემდეგ ალან შეპარდმაც იგივე გაიმეორა.

image




ჰემი ნამდვილად გმირი იყო, თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ის მსხვერპლიც გახდა. ადამიანებმა ჯერ შიმპანზე გააგზავნეს, რათა ადამიანის სიცოცხლეზე უმნიშვნელო მისი ჩანდა მათ თვალში. დღეს ჰემის ძვლები გამოფენილია ვაშინგტონის ეროვნულ ჯანმრთელობისა და სამედიცინო მუზეუმში.


imageimageimageimageimage












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!

#არ...მოიპარო...სტატია...#




















<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



თუ გსურთ უფრო სუფთა ფილტვები, მაშინ მიირთვით 6 გამორჩეული საკვები პროდუქტი

image




გინესის რეკორდებში შესული 5 ფიზიკური ჩანაწერი

image





რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველდღიურად ერთ ბროწეულს მიირთმევთ

image





გახსოვთ ის? ნახეთ როგორ გამოიყურება დღეს მაირა როსალესი

image





ყველაზე ბედნიერი ქვეყნები მსოფლიოში : საქართველო ისევ "უბედურ" პოზიციაზეა!

image

0
465
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0