ფსიქოლოგია როგორი ახსნა ექნებოდა თქვენს განწყობასა და მოქმედებებს - ზიგმუნდ ფროიდის ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი 2019, 11 სექტემბერი, 15:28 ![]() თუ უკვე მზად გაქვთ კალამი და ფურცელი, დავიწყოთ: ![]() 1. თქვენ მიდიხართ ზღვასთან და გაჰყურებთ მას - შეგიძლიათ დახუჭოთ თვალი... როგორია თქვენი შეგრძნება. 2. მიდიხართ ულამაზეს ფოთლოვან ტყეში და იხედებით გარშემო - რას გრძნობთ, პასუხისთვის გაქვს 30–40 წამი. 3. ხედავთ მფრინავ, მოფარფატე თოლიებს - როგორ უყურებთ მათ, რას განიცდით ამ დროს. 4. გხვდებათ ცხენების რემა - განავითარეთ გონებაში, რას განიცდით მათ მიმართ. 5. უდაბნოში ხართ და ხედავთ კედელს, პატარა ნახვრეტებით, რომლის უკანაც არის ოაზისი - რას მოიმოქმედებდით? 6. ისევ უდაბნოში ხართ...საკმაოდ დაღლილი...და ხედავთ გზაზე წყლით სავსე ჭურჭელს - როგორია ჭურჭელი, როგორ უახლოვდებით, რას აკეთებთ? 7. უეცრად იკარგებით ტყეში... საღამოვდება... ხედავთ სახლს, რომელშიც შუქი ანთია - როგორ უყურებთ მას, რას მოიფიქრებთ? 8. გახვეული ხართ ნისლში - თქვენი მოქმედება, როგორ მოიქცევით? ![]() ახალი კი იხილეთ რეზულტატი, როგორ ახსნიდა და რას გულისხმობდა ფროიდი: 1. ზღვა და მასთან წარმოქმნილი ასოციაციები - ეს არის თქვენი დამოკიდებულება სიცოცხლის მიმართ... ემოციები და შეგრძნებები. რამდენად გწყურია ზღვაში შესვლა, როგორი ფერია აქვს მას... ღელავს თუ მშვიდია წყალი... განსაზღვრეთ სიცოცხლისუნარიანობა თითოეული დეტალის მიხედვით. 2. ფოთლოვანი ტყე - ოჯახია, როგორ გრძნობთ თავს საკუთარ ოჯახში. 3. თოლიები - თქვენი დამოკიდებულება ქალების მიმართ. 4. ცხენების რემა - თქვენი დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ. 5. უდაბნო და კედელი -ეს თქვენი არსებობის მთავარი სტრატეგია და მიზანია. აქედან ჩანს როგორ წყვეტთ ამა თუ იმ პრობლემას. 6. უდაბნო და წყალი -თქვენი სექსუალური აზროვნება, პარტნიორის ამორჩევის მხრივ. გაიხსენეთ როგორ დაინახეთ წყალი, როგორი იყო ჭურჭელი, რა მოიმოქმედეთ. 7. ტყეში დაკარგვა და გამოჩენილი სახლი -თქვენი დამოკიდებულება ოჯახის შექმნის მიმართ, ან უკვე შექმნილი ოჯახისადმი. 8. ნისლი -თქვენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ. ... ტესტის დასასრულს კი ჩვენს მკითხველს ზიგმუნდ ფროიდის პატარა რჩევით დავემშვიდობებით: "ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, ეს არის ის, ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი, ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ, ეს არის ის, ვინც ხართ ახლა" - ზიგმუნდ ფროიდი წარმატებულ დღეს გისურვებთ! ![]() 165 შეფასება არ არის
|