x
image
ეკა ლაცკა
როგორი ახსნა ექნებოდა თქვენს განწყობასა და მოქმედებებს - ზიგმუნდ ფროიდის ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი
image

ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი გარკვეულ ფსიქოლოგიურ ახსნას უძებნიდა ადამიანის განწყობას, დამოკიდებულებასა და ფიქრებს ზოგიერთი მოვლენისა თუ საგნის მიმართ.

ტესტისთვის, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, მნიშვნელოვანია დაწეროთ ის, რასაც გრძნობთ და რასაც პირველად გაიფიქრებთ.

მაშ ასე, ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული კითხვები რიგითობის მიხედვით და არ იჩქაროთ.


თუ უკვე მზად გაქვთ კალამი და ფურცელი, დავიწყოთ:


image


1.
თქვენ მიდიხართ ზღვასთან და გაჰყურებთ მას -
შეგიძლიათ დახუჭოთ თვალი... როგორია თქვენი შეგრძნება.

2.
მიდიხართ ულამაზეს ფოთლოვან ტყეში და იხედებით გარშემო - რას გრძნობთ, პასუხისთვის გაქვს 30–40 წამი.

3.
ხედავთ მფრინავ, მოფარფატე თოლიებს - როგორ უყურებთ მათ, რას განიცდით ამ დროს.

4.
გხვდებათ ცხენების რემა - განავითარეთ გონებაში, რას განიცდით მათ მიმართ.

5.
უდაბნოში ხართ და ხედავთ კედელს, პატარა ნახვრეტებით, რომლის უკანაც არის ოაზისი - რას მოიმოქმედებდით?

6.
ისევ უდაბნოში ხართ...საკმაოდ დაღლილი...და ხედავთ გზაზე წყლით სავსე ჭურჭელს
- როგორია ჭურჭელი, როგორ უახლოვდებით, რას აკეთებთ?

7.
უეცრად იკარგებით ტყეში... საღამოვდება... ხედავთ სახლს, რომელშიც შუქი ანთია - როგორ უყურებთ მას, რას მოიფიქრებთ?

8.
გახვეული ხართ ნისლში - თქვენი მოქმედება, როგორ მოიქცევით?

image


ახალი კი იხილეთ რეზულტატი, როგორ ახსნიდა და რას გულისხმობდა ფროიდი:

1.

ზღვა და მასთან წარმოქმნილი ასოციაციები

- ეს არის თქვენი დამოკიდებულება სიცოცხლის მიმართ... ემოციები და შეგრძნებები. რამდენად გწყურია ზღვაში შესვლა, როგორი ფერია აქვს მას... ღელავს თუ მშვიდია წყალი... განსაზღვრეთ სიცოცხლისუნარიანობა თითოეული დეტალის მიხედვით.


2. ფოთლოვანი ტყე -

ოჯახია, როგორ გრძნობთ თავს საკუთარ ოჯახში.


3. თოლიები

- თქვენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.


4. ცხენების რემა

- თქვენი დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ.


5. უდაბნო და კედელი

-ეს თქვენი არსებობის მთავარი სტრატეგია და მიზანია. აქედან ჩანს როგორ წყვეტთ ამა თუ იმ პრობლემას.


6. უდაბნო და წყალი

-თქვენი სექსუალური აზროვნება, პარტნიორის ამორჩევის მხრივ. გაიხსენეთ როგორ დაინახეთ წყალი, როგორი იყო ჭურჭელი, რა მოიმოქმედეთ.


7. ტყეში დაკარგვა და გამოჩენილი სახლი

-თქვენი დამოკიდებულება ოჯახის შექმნის მიმართ, ან უკვე შექმნილი ოჯახისადმი.


8. ნისლი

-თქვენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.


...

ტესტის დასასრულს კი ჩვენს მკითხველს ზიგმუნდ ფროიდის პატარა რჩევით დავემშვიდობებით:

"ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, ეს არის ის, ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი, ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ, ეს არის ის, ვინც ხართ ახლა" - ზიგმუნდ ფროიდი

წარმატებულ დღეს გისურვებთ!

image

0
161
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0