საზოგადოება აღმოაჩინეს ჩეჩენი ქალი, რომელიც მონიკა ბელუჩის ორეულია 2019, 11 სექტემბერი, 13:14
ახალგაზრდა ქალმა უარი თქვა სამოდელო კარიერაზე და ამჟამად ინდოეთში მუშაობს მეან-გინეკოლოგად.
სოციალურ ქსელებში ნამდვილი ბუმია-ეთნიკური ჩეჩენი, რომელიც ყაზახეთში ცხოვრობდა პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალის-მონიკა ბელუჩის ორეულია.ამასთანავე ჩეჩენი ლამაზმანი მაქსიმალურად მოკრძალებულია, არა აქვს მრავალათასიანი აკაუნტი Instagram-ზე და მუშაობს უბრალო მეანად ინდოეთში.
ზარა იუსუპოვა ამჟამად 33 წლისაა, წარმოშობით ჩეჩენი დაიბადა ყარაგანდაში, ბავშვობა და ახალგაზრდობა ასტანაში გაატარა, მისი ოცნება იყო გამხდარიყო ექიმი, რაც აისრულა კიდეც-გახდა მეან-გინეკოლოგი. ამჟამად ზარა ინდოეთში მოღვაწეობს. "ახლა ვცხოვრობ შესანიშნავ მზიურ ქვეყანაში, რომელმაც დამანახა რაღაც სრულად ახალი და სიღრმისეული.იოგათი და ინდუიზმით ვარ გატაცებული, შევძელი მათი ენის ათვისება, რომელიც ვფიქრომ, ძალზე ლამაზია..ჩემთვის ყოველდღიურად ახალ-ახალ შესანიშნავ აღმოჩენებს ვაკეთებ"-წერს სოციალურ ქსელში ზარა. ახალგაზრდა ქალი ინდოეთში მეან-გინეკოლოგად მუშაობს და როგორც გაირკვა, უკვე საქმროც ჰყავს, თუმცა მის სახელს არ ახმაურებს. 444 5-ს მოსწონს
|