სხვა საბჭოთა კავშირის მუზეუმი-ფოტოგალერეა 2019, 9 სექტემბერი, 17:42 სსრკ-ს მუზეუმი 2017 წელს გაიხსნა სოჭში ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე, მუზეუმის კომპლექსში შედის სამი საგამოფენო დარბაზი, ექსპოზიციები, რომლებიც წარმოდგენილია მუზეუმში, გათვალისწინებულია არა მარტო იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ ეპოქში გაიზარდა, ასევე ახალგაზრდა თაობისთვის, ვისაც აინტერესებს საბჭოთა ყოფა და კულტურა. "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბავშვობაში"-ასეთი სლოგანი დახვდება მუზეუმის სტუმარს.მთლიანად საგამოფენო დარბაზებში 5 000 ექსპონატია წარმოდგენილი, რომელიც სრულიად ასახავს იმ ეპოქას, დაწყებული გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან საბჭოთა იპერიის დანგრევამდე. "ყოველი ნივთი, ყოველი მოწყობილობა, ყოველი საგანი საბჭოთა ადამიანის ყოფა-ცხოვრების ნაწილია, რომელიც თითქოს გადაგისვრით "დროის მანქანით" ტკბილ მოგონებებში.აქ შეგიძლიათ იაროთ საათობით და დაათვალიეროთ ყოველი ექსპონატი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ეპოქაში, რომელიც პრაქტიკულად 30 წელია აღარ არსებობს!"-ნათქვამია მუზეუმის პრეს-ცენტრის განცხადებაში. 64 3-ს მოსწონს
|