საზოგადოება ფოტოები, რომლებმაც ინტერნეტი დაიპყრო! როგორ ზრუნავს 5 წლის გოგონა ლეიკემიით დაავადებულ ძმაზე 2019, 9 სექტემბერი, 17:01 ![]() კეიტლინ ბურჟმა პრინსტონიდან, გადაწყვიტა თავისი შვილების გულისამაჩუყებელი ფოტოები მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა. მან ისეთი სურათები გაუზიარა სოციალური ქსელების მომხმარებლებს, რომლებშიც ჩანს 5 წლის ობრის ყოველდღიური ზრუნვა ლეიკემიით დაავადებულ ძმაზე. ![]() ![]() 2018 წლის აპრილში, პატარა ბეკეტ ბურჟს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ ობრი მასზე მხოლოდ 14 თვით უფროსია, გოგონამ გადაწყვიტა ძმაზე ზრუნვა საკუთარ თავზე აეღო. იგი უარს ამბობდა მეგობრებთან თამაშზე, რჩებოდა სახლში, რათა ბეკეტს თავი მარტო არ ეგრძნო. ![]() მშობლებისთვის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად ობრი ტანვარჯიშიდანაც კი გამოვიდა. დედის თქმით, ობრი მუდმივად ცდილობს დარწმუნდეს, რომ მისი ძმა სუფთადაა და ახლოს აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება. იგი შეძლებისდაგვარად უმსუბუქებს ძმას იმ ტვირთს, რაც ლეიკემიის თანმდევი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის გოგონასთვის ძმის სწრაფი წონაში კლება საკმაოდ უჩვეულო იყო და რეალურად ავადმყოფობის არსიც არ ესმოდა, იგი დარწმუნებული გახლდათ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ცუდად მყოფ ძმასაც მუდმივად ამხნევებდა და დასამშვიდებელ სიტყვებს ჩასჩურჩულებდა. ![]() ![]() 259 1-ს მოსწონს
|