"ერთმა ძმამ თავი 4 დღის წინ ჩამოიხრჩო ფოთში, მეორემ კი პოლონეთში სამი დღის მერე, ანუ გუშინ. დაწყვეტილები ვართ მთელი ოჯახი. 20 და 24 წლის ბიჭები უნდა გავასვენოთ სახლიდან, სულ იძახდნენ, ერთი სისხლი და ერთი ხორცი ვართო და კი წავიდნენ ერთდროულად. მეორეს ჩამოსვენება როდის მოხერხდება ჯერ არვიცით, საბუთებს აგვარებენ და რამდენიმე დღეში ჩამოვასვენებთ" - ამბობს ოჯახის ნათესავი ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილები არიან გიგი და გიო გუჯაბიძეები.