x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბაკურ სვანიძე:ახლა კიდე აგერ არც მეტი, არც ნაკლები მაყვალა მრევლიშვილი "გაუფენიათ"... (ბოდიში ქალბატონი მაყვალას ხსოვნასთან!)
image

"ხალხო! ადრე ვასკა გ უ ლ ე უ რ ი ს საბავშვი ლექსი რომ "ა თ რ ი ე ს" "ფეისბუქზე" მაშინ მომიწია მსგავსი რაღაცის დაწერა და ახლა კიდე აგერ არც მეტი, არცნაკლები მაყვალა მ რ ე ვ ლ ი შ ვ ი ლ ი "გაუფენიათ"...(ბოდიში ქალბატონი მაყვალას ხსოვნასთან!)

ამ "სქრინს" დაარბენინებენ და - არიქა! დ ა ღ უ პ ე სბავშვებიო! ეს რეებს ასწავლიანო! როგორ შეიძლება"კურდღელი ცაში გალობდესო!"... და ა.შ.

ბიჯოუ! ს ა ბ ა ვ შ ვ ო ლიტერატურაა ესა ხალხო, საბავშვო! რა გჭირთ? ყველაფერზე პ ა ნ ი კ ა კი არ უნდა აწიოთ და ყველაფერ სისულელეს კი არ უნდა აყვეთ!



ეს საბავშვო ლიტერატურაა, სადაც მაგალითად, მერი პ ო პ ი ნ ს ი აღმოსავლეთის ქართან ერთად მოფრინდა ქ ო ლ გ ი თ! სადაც ნ ი ლ ს ი გარეულ ბატ აკაკ ნ ე ბ ე კ ა ი ზ ე ს კისერზე შეაჯდა და ჩრდილოეთის პოლუსზე იმოგზაურა!



სადაც იან ბ ი ბ ი ა ნ ი მთვარეზე ა ხ ტ ა! დიახ - კი არ აფრინდა, არამედ, აი ეგრე - ჰოპ, და ახტა და მთვარეზე დახტა!



შორს ნუ წავალთ და ეს საბავშვო ლიტერატურაა, სადაც არჩილ ს უ ლ ა კ ა უ რ ი ციცინათელების მ წ ყ ე მ ს ა დ გოგონა ბ ა ი ა ს "ნიშნავს" და ჭ ი ა მ ა ი ე ბ ი ს მწყემსად კი ბიჭუნა ს ა ლ ა მ უ რ ა ს! ავთანდილ მეგრელიშვილი ც ი ყ ვ ს, სახელად "ა ლ ე ს კ უ პ ა ს" ტყეში შ უ ქ ნ ი შ ა ნ ს ადგმევინებს... ამის დედა ვატირე! რეებს მახსნევინებთ ხალხო! მართლა ხომ არ გაგიჟდით?


ბოლო-ბოლო საბავშვო ქართულ ზ ღ ა პ ა რ შ ი სულაც ნ ა ხ ე ვ ა რ ი, დიახ - ნახევარი ქ ა თ ა მ ი დარბის და მ ე ფ ე ს ტახტს ართმევს! - დავწვათ? შევაჩვენოთ? ყველაზე დიდი ტ რ ა გ ე დ ი ა ის არის, რომ ამ ყოვლად სულელურ ტალღას ჰყვებიან ის ადამიანები, ვინც საზოგადოებაში "ე რ ო ვ ნ უ ლ ი ფასეულობების" დამცველის იმიჯით სარგებლობს! და მერე ყოველივე ეს ვინმე ტუტუც "ლ ი ბ ე რ ა ს ტ" პაატა შ ა მ უ გ ი ა ს აძლევს მიზეზს დაწეროს სტატია და გ ა ა პ ა რ ტ ა ხ ო ს მთელი "ანტილიბერასტული" საზოგადოება და აი, ასეთ ბ ნ ე ლ ე ბ ა დ წარმოაჩინოს. რაც ყველაზე ძალიან ცუდია- ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში - მ ა რ თ ა ლ ი ა!!!!


დაფიქრდით ხალხო, ვიდრე ასეთ ი დ ი ო ტ უ რ ტალღებს აჰყვებით! ეს ლექსი არის შ ე ს ა ნ ი შ ნ ა ვ ი საბავშვო ლექსი! ისევე, როგორც გულეურის ის ლექსი, რომელიც ამას წინათ "ათრიეს", არის ბ რ წ ყ ი ნ ვ ა ლ ე საბავშვო ლექსი!


მაყვალა მრევლიშვილი არის ს ა უ კ ე ს ო ქართველი საბავშვო პ ო ე ტ ი! და მასზე ღ ლ ი ც ი ნ ი და იმის თქმა, რომ ამის ავტორი "უ ნ ი ჭ ო ა" ძალიან ს ა ს ა ც ი ლ ომდგომარეობაში გაყენებთ! ცოტათი, სულ ცოტათი მაინც
დ ა ფ ი ქ რ დ ი თ ხოლმე ვიდრე ასეთ ი დ ი ო ტ უ რ"ტალღებს" აჰყვებოდეთ და მით უმეტეს - წამოიწყებდეთ!
გ მ ა დ ლ ო ბ თ..."-წერს სოციალურ ქსელში ბაკურ სვანიძე.

image

კომენტარს აკეთებს მშობლები.ge-სთან ამავე თემაზე ლიტერატორი ქეთო ნინიძე:


- ჩემთვის ეს ტენდენცია აბსოლუტურად გაუგებარია. ცოტა კამპანიის სახეც მიიღო. თავიდან ერთ ლექსზე იყო, შემდეგ მეორე დაემატა. ვიფიქრეთ, რომ შეიძლება ეს ხალხი მაინცდამაინც ვერ ერკვევა საბავშვო პოეზიის ხასიათში, გემოვნებაში. მაგრამ ცოტა შემაშფოთებელი სახე მიიღო ამ ყველაფერმა. ავტორების მიმართ პირად შეურაცხყოფაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ, ზოგადად, ჩვენი ინტერნეტსივრცე ძალიან მძიმეა ამ თვალსაზრისით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცამ შემოაგდო ეს თემა და პერიოდულად მუშაობს. აშკარად, ძალიან მიზანმიმართული კამპანიის სახეს იღებს ეს ყველაფერი.


ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საზოგადოებაში საერთოდ დაგროვილი აგრესია. მე ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ საბავშვო ლექსების ავტორების მიმართ, არამედ, ზოგადად, ინტერნეტ სივრცე გახსნილია ლანძღვისთვის და არასასიამოვნო მოპყრობისა და ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის. მათ შორის, სამწუხაროდ, მოხვდნენ, მართლაც საოცარი საბავშვო ავტორები. ბოლოს მაყვალა მრევლიშვილის ლექსზეც გავრცელდა მსგავსი შინაარსის პოსტები. ეს ქლბატონი არის საბავშვო პოეზიის კლასიკა და თუ ვიღაცამ არ იცოდა, რომ მაყვალა მრევლიშვილს “კიკლი კიბესას" გარდა სხვა ლექსიც ჰქონდა, ეს მათი პრობლემაა და არა ამ არაჩვეულებრივი ლექსის. მარიამ წიკლაურისაც იყო ახლახან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ტექსტი... კონტექსტის გარეშე ფრაზამ, მოგეხსენებათ, რომ შეიძლება სრულიად შეუცვალოს ტექსტს მნიშვნელობა. მართლაც, შემაშფოთებელი სახე მიიღო ამ ყველაფერმა."

0
125
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0