x
image
ტორნადო07
მოქადაგე ტყვიამფრქვევით (რეალური ისტორია)
image2011 წლის სექტემბერში ტელეეკრანებზე გამოვიდა ფილმი "მოქადაგე ტყვიამფრქვევით" (machinegun preacher). ეს ფილმი საინტერესოა იმით, რომ მის საფუძველს რეალური ადამიანის ცხოვრება წარმოადგენს. მას სემ ჩაილდერსი ჰქვია. სწორედ მის შესახებ მინდა გიამბოთ დღეს.

სემ ჩაილდერსი არის ადამიანი უაღრესად უცნაური ბედისწერით. ადამიანიდან, რომელიც საზოგადოების ფსკერზე დაეშვა ის ღვთის მახვილად იქცა.

სემმა ვერ დაამთავრა საშუალო სკოლა, რადგან დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება 11 წლის ასაკში. მან დაიწყო ნარკოტკებით ვაჭრობა და სულ უფრო იძირებოდა ძალადობაში. მაგრამ ერთხელ ყველაფერი შეიცვალა, სემის მეუღლე ლინი ღვთისკენ მოექცა, ის ლოცულობდა თავისი ქმრისთვის და უამბობდა სემს ქრისტეს შესახებ. საბოლოო ჯამში ლინ ჩაილდერსმა მიაღწია იმას, რომ სემმა უარი თქვა ნარკოტიკებზე, ააშენა ეკლესია და დაიწყო წარმატებული სამშენებლო ბიზნესი პენსილვანიის შტატში, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო...

image1998 წელს ჩაილდერსმა გაიგო, რომ ერთ-ერთ ჰუმანიტარულ მისიას უგანდაში ესაჭიროებოდა ვოლონტიორები სამშენებლო სამუშაოებისათვის. გამომდინარე იქედან, რომ მას საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა უგანდაში მოგზაურობისთვის მან ზუსტად 5 კვირა გამოყო.


აფრიკაში ის საზარელი მოვლენების თვითმხილველი გახდა. დაინახა თუ, როგორ წვავდნენ მთელს სოფლებს, ჩეხავდენ ხალხს და იტაცებდნენ ბავშვებს დაჯგუფება LRA-ის წევრები. ამის შემდეგ მან ვეღარ შეძლო დაბრუნებოდა თავის ჩვეულ ცხოვრებას და აფრიკელი ბავშვების დახმარების სურვილით აივსო.

image

ჩაილდერსმა გაყიდა თავისი ბიზნესი და უდიდეს დროს ატარებდა ჩრდილო უგანდასა და სამხრეთ სუდანში, სადაც მან დააარსა მოძრაობა "აღმოსავლეთ აფრიკის ანგელოზები" (Angels of East Africa). მან ააშენა ბავშვთა თავშესაფარი სადაც ერთდროულად 170 ბავშვს შეუძლია იცხოვროს. სამი წლის განმავლობაში საერთო ჯამში ამ თავშესაფარში 2000 ბავშვი ცხოვრობდა.

დროდადრო ჩაილდერსი აწყობს შეიარაღებულ რეიდებს LRA-ის ბაზებზე, რათა იხსნას დატყვევებული ბავშვები. ასეთ შემთხვევაში ის თვითონაც იღებს ხელში იარაღს, სწორედ ამიტომ დაარქვეს მას "მოქადაგე ტყვიამფრქვევით", თუმცა თვითონ სემს კალაშნიკოვის АК-47 ურჩევნია.image

4
112
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
112
  
2012, 29 ივლისი, 17:34
გეთანხმები,ეს ცხოვრებაა და ყველა განსხვავებულია,რწმენით,ოჯახით,განატლებით,-როგოტც გინდა რომ მოგაქცნენ ასევე მოექეცი სხვებს-ეს ოქროს კანონია
2012, 29 ივლისი, 17:32
მადლობა... მეც მაგის იმედი მაქვს, რომ ბევრი წაიკითხავს ამ სტატიას და დაფიქრდება იმაზე თუ როგორ ცხოვრობს... თუ 100-დან 5 კაცი ცოტათი მაინც შეიცვლის მსოფმხედველობას მისია შესრულებულია
2012, 29 ივლისი, 17:24
ზოგი კიდე აქ ამ საიტზე რასისტულ განცხადებებს აკეთებს კომენტარებში,არა აქვს მნიშელობა რა ეროვნების თუ სოციალური მდგომარეობისაა სხვა მთავარია შენ იყო ადამიანი,ღირსეული ადამიანი და ამ კაცის მსგავსად გეყვარება ყველა.ტორნადო შენ კია რ გეუბნები ამას იქნებ იმ რასისტული კომენტარების ავტორებმა შემოიხებოს ამ სტატიაში და წაიკითხონ
0 1 4