x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„კურიერს“ 9 საათზე ნოდარ მელაძის ბავშვობის მეგობარი წაიყვანს?!
image


რუსთავი 2 სულ მალე საინფორმაციო მაუწყებლობას აღადგენს, თუმცა ამ დრომდე ღიად არ გაჟღერებულა ინფორმაცია იმი თაობაზე, თუ ვინ წაიყვანს „კურიერის“ მთავარ გამოშვებას. დღემდე მხოლოდ კულუარული ინფორმაციები ვრცელდება, ვინ შეიძლება დაიკავოს დიანა ჯოჯუას ადგილი.


ახლახან გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ 9 საათიანი დღის მთავარი გამოშვების წამყვანი შესაძლოა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ამჟამინდელი წამყვანი თამთა სანიკიძე.


თამთა სანიკიძე რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ნოდარ მელაძის ბავშვობის მეგობარია. ნოდარ მელაძემ და თამთა სანიკიძემ ჟურნალისტური კარიერა ტელეკომპანია „ევრიკაში“ ერთად დაიწყეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ერთობლივად ამზადებდნენ ახალგაზრდულ გადაცემას „თინეიჯერი“, რომლის ავტორები და წამყვანები ნოდარი და თამთა იყვნენ კიდევ ერთ მეგობართან ერთად.



მოგვიანებით ნოდარ მელაძე და თამთა სანიკიძე არაერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ტელეკომპანიაში ერთად მოღვაწეობდნენ. მათი კარიერის პირველ ნაბიჯებს თვალს თუ გადავავლებთ, ისინი 2003 წლიდან კვლავ ერთად მუშაობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში. საიდანაც „მზეში“ გადაინაცვლეს და იქაც ორივე მათგანს საინფორმაციო გამოშვება „მზერა“ მიჰყავდათ. ტელეკომპანია „მზიდან“ მათ ტელე-იმედზე გადაინაცვლეს, სადან ასევე საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდათ. „იმედის“ დატოვება კი ნოდარ მელაძეს მას შემდეგ მოუხდა, რაც წართმეული ტელეკომპანია პატარკაციშვილებს ოჯახს დაუბრუნდა. ბოლო საინფორმაციო გამოშვების წაყვანა და ამ ინფორმაციის ეთერში გაჟღერება სწორედ ნოდარ მელაძეს მოუხდა. ტელევიზიიდან გაშვებული მელაძე პირველ რადიოში გადავიდა, შემდეგ ტვ3-ზე, საიდანაც რუსთავი 2-ში მოხვდა.


თამთა სანიკიძე კი მას შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავიდა და მეშვიდე წელია „მოამბის“ წამყვანია.


ასე აღმოჩნდნენ ბავშვობის მეგობრები და მრავალი წლის სატელევიზიო პარტნიორები სხვადასხვა მხარეს. ნოდარ მელაძე ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მკვეთრად დაპირისპირებულ მხარეს აღმოჩნდა, თამთა სანიკიძე კი ბიძინა ივანიშვილის ნათესავად მოიაზრება.


ჯერ უცნობია თავად თამთა სანიკიძის განმარტება რუსთავი 2-ში გადასვლასთან დაკავშირებით. წაიყვანს თუ არა კურიერს 9 საათზე, მას განმარტება არ გაუკეთებია. თუმცა, ორიოდ დღის წინ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ის მაყურებელს კვლავ პირველი არხის ყურებისკენ მოუწოდებს.


მეშვიდე წელია, საზოგადოებრივ მაუწყებელში ვმუშაობ და მთელი ამ დროის განმავლობაში ერთადერთი პასუხი მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც უსაფუძვლოდ და არგუმენტების გარეშე გამოთქვამენ პრეტენზიებს პირველი არხის მისამართით-გვაკრიტიკეთ, ოღონდ ჯერ გვიყურეთ. დაბალანსებული ინფორმაციის და საინტერესო შემეცნებითი გადაცემების თუ მეგა-შოუების გარდა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა გადმორთოთ ჩვენს არხზე, მაღალხარისხიანი ქართული სერიალებია:)
ახალი სეზონიდან პრაიმ-ტაიმში ქართული ორიგინალური პროდუქტი განთავსდება.


ისევ ბრუნდება ყველასთვის საყვარელი “იდეალური დედა". ეთერში ჩაეშვება დოკუმენტური სერიალი “ პოლკოვნიკის დახეული წერილები". ფილმი სავენტილაციო მილში აღმოჩენილ წერილზე, რომელიც ქვეყნის 1918-21 წლების ისტორიას აცოცხლებს.


საეთეროდ მზადდება კიდევ ერთი ქართული დოკუმენტური სერიალი “თბილისის კართან", რომლის ავტორები აკა მორჩილაძე და ქეთევან სადღობელაშვილი არიან, “ - წერს თამთა სანიკიძე.


* * *


რაც შეეხება სხვა წამყვანების ვერსიებს - „კურიერი“ გუნდის დატოვების შემდეგ ეთერში არ გადის, თუმცა ინტერნეტ მედიაში პერიოდულად ვრცელდება დატოვებული და დარჩენილი ჟურნალისტების გვარები. ამჯერად ანუკა ქინქლაძის გვარმა გაიჟღერა. „კურიერის“ დღის გამოშვებების წამყვანი არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე რუსთავი 2-ზე რჩება. არ არის გამორიცხული, განახლებულ კურიერში ის ისევ გამოჩნდეს. თუმცა, ჟურნალისტს ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია.

.

შეგახსენებთ, ანუკა ქინქლაძე 2000-იან წლებში ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის მიერ პირველად დაფუძნებულ „მეცხრე არხზე“ საინფორმაციო გამოშვებების ერთერთი სახე იყო და საზოგადოებამ ის თავდაპირველად სწორედ მეცხრე არხის ეთერიდან გაიცნო. მას მიჰყავდა ბოლო ეთერიც, რა დროსაც ივანიშვილმა არხი მოულოდნელად დახურა.

.

"კურიერის" დღის გამოშვებებს სავარაუდოდ რუსთავი 2-ის ერთერთი სახე გვანცა დარასელია გაუძღვება. კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ დილის პროგრამების წამყვანი გვანცა დარასელია რუსთავი 2-ის დატოვებას არ აპირებდა და კურიერში დაჯდომაზე დაითანხმეს.

,

გვანცა დარასელიას მეუღლე ირაკლი ალასანიას პარტიიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა. იმთავითვე სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ რუსთავი 2-ის ერთერთი წამყვანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი არ იყო.

,

რაც შეეხება ნოდარ მელაძის შემცვლელს, რომელიც კურიერს უხელმძღვანელებს, საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. ნინო შუბლაძის არხზე მისვლა უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა განვითარებული მოვლენების შემდეგ შუბლაძე თავს იკავებს და ცენზურის როლში ყოფნა არ სურს. საინფორმაციოს ხელმძღვანელის კანდიდატურად თამარ რუხაძესაც განიხილავენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამ პოზიციაზე რუსთავი2-ში უკვე მუშაობდა, შემდეგ კი განახლებულ მეცხრე არხზე გადავიდა. თამარ რუხაძე ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ეს ტელეკომპანიაში უნდა გავარკვიოთ, სადაც მის კანდიდატურას განიხილავენ.

.

ქიბარ ხალვაში ირწმუნება, რომ კურიერის აღდგენა რამდენიმე დღეში მოხერხდება და საინფორმაციო გამოშვება სექტემბრიდან დაბრუნდება.

.

არხზე რჩება მაია ასათიანი და "პროფილის" გუნდი. ცნობილია ისიც, რომ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ახალ არხზე ყვითელი შინაარსის გადაცემები აღარ იქნება. ნანუკას შოუც ფორმატს შეიცვლის და სოციალური პროექტი გახდება. ამიტომაც მაია ასათიანი არ ჩქარობს საჯარო განცხადების გაკეთებას და რუსთავი 2 -ის დატოვებას, რადგან მათთვის ცნობილია გვარამიას გადაწყვეტილება, რომ მათ ყვითელი ფორმატის გასართობ გადაცემებზე მთლიანად უარი თქვეს...

0
1653
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1653
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0