საზოგადოებრივი გაზიანი სასმელების ხშირი მოხმარება იწვევს პარკინსონის დაავადებას და სიკვდილს 2019, 7 სექტემბერი, 15:25 ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს გაზიანი სასმელი შეიცავს შაქარს თუ ხელოვნურ შემცვლელს.ყველა შემთხვევაში მისი მუდმივი მოხმარება სიცოცხლისთვის საშიშია.
სამეცნიერო კვლევის შედეგები გამოქვეყნდა JAMA intrnal Medicine-ში.დაკვირვება 16 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა 450 000 ნებაყოფლობით მოხალისეზე, რომელთა ასაკი 50 წლის ფარგლებში მერყეობდა და სტაბილურად ჯანმრთელებად ითვლებოდნენ. 16 წლის განმავლობაში ექსპერიმენტში მონაწილეთგან გარდაიცვალა 40 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი და მათი უმეტესობა იყვნენ ისინი, ვინც საშუალოდ დღეში ერთ ან ორ ჭიქა გაზიან სასმელს სვამდა.თან მნიშვნელობა არ ჰქონდა სასმელი შაქრით იყო თუ შემცვლელით.სხვაობა ის იყო, შაქრით კუჭნაწლავის დაავადებებს იწვევს, ხოლო შემცვლელი პრობლემებს უქმნის სისხლის მიმოქცევას, რას ინფარქტის და ინსულტის წინაპირობაა. ცალკე კვლევებმა დაადასტურა, რომ გაზიანი სასმელის მუდმივი მოხმარება პირდაპირ კავშირშია პარკინსონის დაავადებასთან. ერთადერთი დადებითი ის გამოვლინდა, რომ იგი არ იწვევს ალცჰეიმერის დაავადებას. შეგახსენებთ, ერთ ბოთლი კოკა-კოლა 7 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს. 56 5-ს მოსწონს
|