x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი ,რას ჰქვია ფულია არა მქონდა"-ნიკა გვარამია პროკურატურას პასუხობს
image

"ბინა გაყიდა და ფული არ ქონდაო? - უკაცრავად, მართლა ხო არ გაკლიათ? 2011 წლიდან თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე. რას ქვია, ფული არ მქონდა? იმიტომ გავყიდე, რომ უფრო დიდი მეყიდა (რაც საბოლოოდ ვერ შევძელი, სამწუხაროდ).

ფული არ შეუტანია ინტერმედიაშიო? - უკაცრავად, კიდევ ერთხელ ხომ არ გაკლიათ. მართლა ბოლო სტადიაში გახვედით და რაღაზე გელაპარაკოთ, რა აზრი აქვს? მე როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი და საბუთიც არსებობს (აქ შემოიტანე, ბანკში ჩვენ წავიღებთ, შენ რომ არ იაროო). დანარჩენი სხვებს კითხეთ, ვინც გააფორმა ეგ დეტალები. მაგის ზედამხედველობა არც ჩემი კომპეტენცია ყოფილა და არც მაგის დრო მქონდა.

მოკლედ, ბინის ეპიზოდს გადაგალეწავთ თავზე. დანარჩენი რომ ბოდვაა კი დავასაბუთე უკვე."-წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.


image

შეგახსენებთ, დღეს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა საგანგებო ბრიფინგი, რა დროსაც ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღიძრა საქმე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე.

0
622
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
622
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0