x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ერთ რჩევას მოგცემთ ბ-ნო ბიძინა, ტყუილა ხარჯავთ ფულს, შუბლაძის პიარი ვერ უშველის ოცნების დამარხულ იმიჯს- კილაძე ივანიშვილს

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორი ელისო კილაძე პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის მოვლენების გახსენებისკენ მოუწოდებს, როცა თითქმის ყველა მედია საშუალება მაშინდელ მთავრობაზე მუშაობდა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მათ არჩევნები მაინც წააგეს. ამიტომ ამ უახლესი წარსული გათვალისწინებით კილაძე ივანიშვილს ურჩევს ფული ტყუილად არ დახარჯოს, ვინაიდან შუბლაძის პიარი ოცნებას უკვე ვეღარ უშველის! ელისო კილაძის ინფორმაციით "რ2"- ში ნინო შუბლაძე დაბრუნდა, ხოლო თოქ შოუს წამყვანად ირაკლი იმნაიშვილი მოიაზრება: "ნინო შუბლაძემ პოსტი გამოდო, ვის აკადრეთ, რა რუსთავი 2, ნუ მაბულინგებთო
არადა, გუშინ იყო მისული, დაბრუნდა.
ირაკლი იმნაიშვილი თოქ შოუს წაიყვანს, ბალასტის ძმისშვილი ჟურნალისტი იქნება, პრეს სამსახურებიდან შევსებას ელოდებიან !
ერთ რჩევას მოგცემთ ბ-ნო ბიძინა, 2012 წელს ყველა დიდი ტელევიზია ნაცებზე მუშაობდა, მაგრამ არჩევნები მაინც წააგეს !ტყუილა ხარჯავთ ფულს შუბლაძის პიარი ვერ უშველის ოცნების დამარხულ იმიჯს ! ვერც ბოტები !" - დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.





0
180
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
180