x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ახალშობილის, დედასთან შეხვედრის პირველმა კადრებმა ინტერნეტმომხმარებელს ცრემლი მოჰგვარა (ვიდეო)

image

ახალშობილი გოგონას - აგატა რიბეირო კოელიოს სიცოცხლის პირველი წუთების გულისამაჩუყებელმა ვიდეომ მსოფლიო შეძრა. საკეისრო კვეთის შემდეგ, ექიმებმა ტრადიციულად ჩვილი, დედას ამჯერად არა მკერდზე, არამედ სახესთან ახლოს დაუწვინეს. და სასწაულიც, რომელსაც არავინ ელოდა სწორედ მაშინ მოხდა - ახალშობილი თავისი პატარა ხელებით დედას მაშინვე ჩაეხუტა. ბავშვის დედა 24 წლის ბრენდა კოელიო დე საუზაა, რომლისთვისაც ეს პირველი მშბიარობაა, როგორც ახალბედა დედა იხსენებს, წარმოუდგენელი ემოცია და გრძნობების მთელი სპექტრი, რაც მან შვილთან პირველი შეხვედრისას იგრძნო, აქამდე არასდროს განუცდია.


image

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, როგორც ექიმები აცხადებენ გოგონა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და მას არანაირი პათოლოგია არ აღენიშნება. მედპერსონალი, რომელიც დედა- შვილის ჯანმრთელობაზე პირველივე დღეებიდან, პირადად ზრუნავდა აღნიშნული ფაქტით გაოგნებულია, მათი თქმით, მრავალწლიანი პრაქტიკის მიუხედავად მსგავსი შემთხვევა მათ არასდროს ჰქონიათ. ახალშობილის ასეთმა უჩვეულო ჟესტმა მედიკოსების გარდა, გულგრილი ვერც ინტერნეტმოხმარებელი დატოვა.





0
252
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
252