ჯანმრთელი კვება უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი ლეჩო ზამთრისთვის 2019, 5 სექტემბერი, 10:28 ზაფხული მიიწურა და დიასახლესებიც უფრო მეტად გააქტიურდნენ, შემოდგომა ხომ ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დროა შესანახი პროდუქტების მოსამზადებლად, ამჯერად შემოგთავაზებთ უგემრიელესი ლეჩოს რეცეპტს, რომელიც მარტივი მოსამზადებელი და ამავდროულად საკმაოდ არომატულია. თქვენ დაგჭირდებათ: 3 ცალი ყაბაყი 4 ცალი ბულგარული წიწაკა 4 კბილი ნიორი ტომატი 2 კოვზი 2 ცალი ხახვი 100მგ წყალი 4 კოვზი მდოგვი შავი პილპილი გემოვნებით და ზეთი 1 - დაჭერით ხახვი და ყაბაყი რგოლებად დაამატეთ ნიორი 2- გააცხელეთ ქვაბი და ჩაასხით ზეთი, დაამატეთ ხახვი, ხახვი რომ ფერს შეიცვლის დაამატეთ ბულგარული წიწაკა და ნიორი, მოამზადეთ 5-6 წუთი 3- შემდეგ დაამატეთ ყაბაყი, წყალში გაზავებული ტომატი, მდოგვი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით. მიიყვანეთ ინგრედიენტები მოხარშვამდე შემდეგ 15-20 წუთის განმავლობაში დატოვეთ დაბალ ცეცხლზე. კარგად რომ მოიხარშება მოათავსეთ ლეჩო სტერილურ ბანკაში და შეინახეთ ზამთრისთვის. 589 1-ს მოსწონს
|