x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138457
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512082
მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება
image


არასოდეს დამავიწყდება პირველი სიყვარული... ბედნიერად ვგრძნობდით თავს, ერთმანეთს ვაძლიერებდით… ყველას შურდა…

თუმცა ახალგაზრდები და თავქარიანები ვიყავით და ეს ყველაზე დიდი ნაკლი იყო ჩვენი.

როცა იდეალურ სიყვარულზე ფიქრობ, პირველი სტაბილური ბედნიერება, თანაგრძნობა და ერთგულება გახსენდება.


როცა ახალგაზრდა ხარ, რაც უნდა მოხდეს, გგონია ვერაფერი მოგერევა. გგონია ყველაფერი შეგიძლია, მაგრამ, საუბედუროდ, ცხოვრება ასე არ არის მოწყობილი. თეორიულად რაც ძალიან მარტივი გგონია, პრაქტიკაში არ მუშაობს.


image


ჩვენ ცუდ დროს შევხვდით


ასე ხდება ხოლმე - შესაფერის ადამიანს, შეუფერებელ დროს ხვდები.

და მიუხედავად იმისა, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ, რა გადავიტანე განშორების შემდეგ, მაინც გავაცნობიერე, რომ მისი სისულელის მიზეზი ჩემივე სისულელე იყო.

სიმწიფე გამოცდილების შედეგია. ვერ გავბრაზდები იმაზე, რომ მაშინ ჯერ კიდევ ბევრი გვქონდა გასაკეთებელი, სანახავი. ახალგაზრდული სიყვარულის ნაყოფი იმდენად სუსტია, ხშირად ჩანასახშივე დაღუპვისთვისაა განწირული და აი, რატომ:


image


შენ ახლა გინდა ბევრი, მაგრამ დაგჭირდება ხარისხიანი


შენ გოგოები გინდა, ერთი ქალი კი არა. იოლად ყვები გულისხმას და ეგოს თამაშებს და გგონია, რომ ასე ყალიბდება მყარი ურთიერთობები. მალე ისწავლი, რომ კაცად რაც გაქცევს, იმას რიცხვებით ვერ იანგარიშებ, მისი საზომი გონიერების დონე და ყურადღებიანობის სიღრმეა.

ზრდასრული კაცი ერთგულია იმის, რასაც აკეთებს, რასაც ამბობს და ვისზეც ზრუნავს.


image


შენ ახლა გინდა არაპროგნოზირებადი, მაგრამ დაგჭირდება სტაბილური


თავგადასავალი შენთვის ადრენალინია. იგი გულს გიჩქარებს და გაურკვევლობაში გტოვებს. როცა გაიზრდები, თავგადასავალი სხვა რამე გახდება უკვე შენთვის. თავგადასავალი გახდება სხვა ადამიანთან კავშირის გაღრმავების გამუდმებული მცდელობა. მისი ყოველდღე ხელახლა შეყვარება და სიხარული იმით, რომ მისი წინადადებების დასრულება შეგიძლია.


image


შენ ახლა გინდა ზედაპირულობა, მაგრამ დაგჭირდება სიღრმე


შენ ახლა გართობა გინდა, ბიჭებთან ყოფნა და ისეთ რამეზე ლაპარაკი, რასაც რეალურად არავითარი ღირებულება არ გააჩნია. “მე მიყვარს ყოფნა უცნობებს შორის, ისინი კაცად მაშინვე მთვლიან“… შენ არ ეხები მნიშვნელოვან საკითხებს, რადგან გეშინია იმის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

“ამის დროც მოვა“ ფიქრობ შენ და 5, 10, 15 წლის შემდეგ ისევ გარდატეხის ასაკიდან გამოყოლილ პრობლემებთან შეჯახება გიწევს. თანაც ძალიან ამაყობ, ამის უფლებას რომ აძლევ თავს, იმ ადამიანის მხარდაჭერის ხარჯზე, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ.



image


შენ ახლა თავის დაღწევას ლამობ, მაგრამ მალე სიმყუდროვე, სიმშვიდე და მხარდაჭერა დაგჭირდება


მოსაწევი, სასმელი და "ნაშები" - აი, შენი უახლოესი მეგობრები. ენდობი მათ, რადგან ჯერ კიდევ არ გაგირკვევია, ვინ ხარ და რა გინდა. გავა დრო და მიხვდები, რომ როდესაც გიჭირს, ერთადერთი, რასაც შენი გადარჩენა შეუძლია საყვარელ ქალთან სიახლოვეა. ბოლოს და ბოლოს ბოლომდე გაეხსნები მას და აღარ შეგეშინდება იმის, რომ შიშველს გხედავს, თანაც ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხარ.

ერთ დღეს ამ ყველაფრისთვის მზად იქნები. იმდენად მზად, რომ კი არ დაგჭირდება, გენდომება კიდეც. თუმცა დრო არასოდეს ყოფილა ჩვენს სამსახურში და არც არასოდეს იქნება. როცა შენ ამ ყველაფერს ისწავლი, მე უკვე ნაპოვნი მექნება იგი სხვასთან.



ასევე დაგაინტერესებთ:


30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა სერიოზულია


3 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კონკრეტული ადამიანი კი არა, შენი გამოგონილი ადამიანი გიყვარს



არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის




სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

1
3481
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
3481
  
2019, 6 სექტემბერი, 1:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1