ფეხბურთი მიმოხილვა: ქართველები სომხეთში 2019, 4 სექტემბერი, 15:09 ![]() ზურაბ არზიანი - არარატი (ნახევარმცველი) არზიანს კარიერის საუკეთესო წლები რუსეთში აქვს გატარებული, შემდეგ გარკვეული პერიოდი საქართველოში თამაშობდა, ახლა კი ძალებს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ცდის. არზიანი გამორჩეული ნახევარმცველია თავისი სიხისტით, მაგრამ მას გოლების გატანაც ეხერხება, რაც არაერთხელ დაამტკიცა. მას გუნდში მნიშვნელოვანი როლი აკისრია და "არარატს" წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს. დავით ხურციძე - არარატი (ნახევარმცველი) "არარატში" კიდე ერთი ქართველი თამაშობს, რომელსაც რუსეთის პასპორტი აქვს. დავით ხურციძე უფრო დაცვითი სტიკის ნახევარმცველია. არზიანის მსგავსად ისიც რუსეთიდან გაიცნო ხალხმა, საქართველოში კი მხოლოდ "ტორპედოს" შემადგემლობაში ირიცხებოდა. ხურციძე გუნდისთცის ძვირფასი მოთამაშეა და ის არის ერთ-ერთი ფეხბურთელი რომელმაც დიდი როლი უნდა ითამაშოს "არარატის" გაჩემპიონებაში, რადგან გუნდის მიზანი მხოლოდ ეს არის 106 შეფასება არ არის
|