x
გორის "დილას" ახალწვეულები და განახლებული დაცვა
image

მომდევნო სეზონისთვის აქტიურად ემზადება გორის "დილა". შიდაქართლურმა კლუბმა ბოლო დღეების განმავლობაში სამი ტრანსფერი გააოფიციალურა.

აღსანიშნავია, რომ გორული კლუბის სამივე ახალწვეული მცველია. "დილამ" საჩხერის "ჩიხურადან" რევაზ ჩიტეიშვილი და დავით მაისაშვილი დაიმატა. ასევე "დილაში" ითამაშებს ქუთაისის "ტორპედოს" ვიცე-კაპიტანი დავით ხურცილავაც, რომელიც გორულ კლუბში 2014-2016 წლებში ასპარეზობდა.

ფაქტია, რომ გიორგი ნემსაძემ პირველ ამოცანად დაცვის გაძლიერება დაისახა და ეს შესანიშნავად გამოუვიდა. სამივე მცველი საკმაოდ კვალიფიციურ ფეხბურთელად ითვლება და წესით "დილას" უკანა ხაზში ყველაფერი რიგზე უნდა იყოს. აქვე გეტყვით, რომ "დილა" დაცვის ბურჯმა ბაქარ მირცხულავამ დატოვა.



რაც შეეხება ზოგადად გორის "დილას" გეგმებს: წესით გუნდის გაძლიერება ამით არ უნდა დასრულდეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გორულ კლუბში მალე ახალი ლეგიონერი გამოჩნდება (დილასთვის ლეგიონერების გუნდშ ყოლა არაახალია). ნემსაძეს შეუძლია ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ცხრილის ზედა ნაწილშ წარმატებისთვის იბრძოლებს. მითუმეტეს, რომ გუნდს აქვს ფინანსური შესაძლებლობები და ჩვენც მეტს ველით ამ გუნდისგან.

"დილას" შემადგენლობა ახლა მეტ-ნაკლებად დაბალანსებულად გამოიყურება, თუმცა ნახევარდაცვის ხაზში გაძ₾იერება საჭიროა, რადგან გუნდის გამოცდილი კაპიტანი ლუკა რაზმაძე უკვე 36 წლისაა და დროა გუნდმა მის შემცვლელზე იფიქროს.
თავდასხმის ხაზში გუნდმა ლეანდრო რიბეიროს სახით სერიოზული შევსება მიიღო, რომელსაც ფაქტია მოგზაურობა ძალიან უყვარს, თუმცა ყოველი მოგზაურობის ბოლო გაჩერება გორია. "დილამ" ასევე დაიმატა 23 წლის მათე კვირკვიაც რომელიც ტრავმებმა დატანჯა. არადა ამ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ახლა მათეს კვლავ ეძლევა შესაძლებლობა დაამტიკოცს თავისი შესაძლებლობები.


ასე, რომ "დილაში" მინიმუმ ერთ ახალ ფეხბურთელს ველოდებით, რომელიც სავარაუდოდ ლეგიონერი იქნება და გამოვთქვათ ვარაუდს რომ ეს ფეხბურთელი პოზიციით ნახევარმცველი იქნება, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გუნდს სწორედ ამ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება.

1
117
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
117
  
2020, 10 იანვარი, 18:34
აწი,ჩემპიონებიც გახდებიან ესენი))) ხუმრობა იქეთ იყოს და წარმატებები,რა ჯობია მეტ კონკურენციას და კარგ ჩემპიონატს
0 1 1