x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
პირველადი დახმარების მაგალითები, რომლებიც გიხსნით გართულებისგან
მოულოდნელი და კრიტიკული შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ ვართ, ამიტომ კარგი იქნება თუ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ცოდნა გვექნება. თუმცა, ძალიან ხშირად პირველადი დახმარების გაწევის დროსაც ვუშვებთ შეცდომებს და არა თუ ვეხმარებით დაშავებულს, არამედ გართულებამდე მიგვყავს პროცესი....


image


დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას, რომლის ცოდნის შემთხვევაში დაზიანება გართულების გარეშე ჩაივლის.



1. ჭრილობა.image



როდესაც საქმე ჭრილობასთან გვქვს, ამ დროს უმჯობესია თუ დაზიანებულ ნაწილს ავწევთ გულის სიმაღლეზე. ხელზე მიყენებული ჭრილობის შემთხვევაში მსგავსი ქმედება მარტივია, ასევე ფეხის ან ბარძაყის მიდამოში- შეგიძლიათ ბალიშები გამოიყენოთ. რატომ მაინცდამაინც გულის სიმაღლეზე? ამ დროს მცირდება შეშუპების განვითარების ალბათობა და სითხე დაზიანებული ნაწილიდან ადვილად გამოედინება.






2. დამწვრობა.image


როდესაც საქმე პირველი ხარისხის დამწვრობასთან გვაქვს, რომელიც არ არის საშიში, თუმცა მტკივნეულია, მოგვიწევს შემდეგის ცოდნა. თავდაპირველად უმჯობესია დამწვრობა თბილი წყლით ჩამოიბანოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიდოთ ცივი კომპრესი. პირდაპირ ცივი კომპრესი თბილი წყლით დამუშავების გარეშე კანის ქსოვილებს დააზიანებს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ბებიებისგან ნასწავლი მეთოდი - ზეთის ან სხვა ცხიმის წასმა დამწვარზე, არ შეიძლება. ის მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას, რადგან ცხიმით გაპოხვა აფერხებს დამწვარი კანიდან სითბოს გამოყოფას.


ამ დროს ასევე უებარია საკვები სოდითა და წყლით მიღებული პასტის დადება.






3. გულის შეტევა.image


თუ გულის შეტევა გაქვთ, მოქმედება მყისიერად უნდა დაიწყოთ, რათა დროულად აიცილოთ მოსალოდნელი სერიოზული შედეგები. ამ დროს უებარია ასპირინის ტაბლეტის ჩაღეჭვა, რადგან ის აფერხებს თრომბოციტებს, რომლებიც პასუხისმგებელია სისხლის კოაგულაციაზე.


აუცილებელია ასპირინის მცირე ტაბლეტის ჩაღეჭვა და არა წყლით დალევა, ის მალე იმოქმედებს, პარალელურად კი სასწრაფოში დარეკვა არ დაგავიწყდეთ.






4. მოტეხილობა. image


მოტეხილობის დროს არ ეცადოთ კიდური ან მოტეხილი ნაწილი ხელით გაასწოროთ ან ამოძრაოთ, რადგან შეიძლება დაზიანება სერიოზული იყოს და ამან გამოიწვიოს შემდგომი უარესი დაზიანება. კარგი იქნება თუ მოტეხილ კიდურს უმოძრაოდ გააჩერებთ და სასწრაფო დახმარებას გამოიძახებთ.





5. თვალის ტრავმა.image


ალბათ ყველა თქვენგანი, (ვინც) როდესაც იზიანებთ თვალს, მაშინვე მის ჩამოსაბანად გარბიხართ, ბებიებისგან გახსოვთ, რომ დაზიანებული თვალის გამობანა, კარგი იდეაა, თუმცა არა! გაწმენდის მცდელობით, რომ სარგებელი გექნებათ, რისკავთ და მეტ ზიანს აყენებთ თვალს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებული თვალი დაიფაროთ რამით (სუფთა დოლბანდით ან ბინტით) და მიმართოთ ექიმს.


ერთადერთი გამონაკლისია ქიმიკატების მოხვედრა. ამ დროს პირიქით, მაშინვე უნდა გამოიბანოთ თვალები წყლით.






6. ღრმა ნაკაწრი. image


ღრმა ნაკაწრის შემთხვევაში ალბათ დარდობთ იმას, რომ ნაწიბური (შრამი) დაგრჩებათ. საკვებ სოდას აქვს სადეზინფექციო თვისება, რომელსაც ასევე შეუძლია გამაგრებული ქერქის მოცილება და ხელს უშლის ინფექციის განვითარებას.


გახსოვდეთ, როდესაც ჭრილობაზე იყრით სოდას, მისი შეხვევა არ შეიძლება. ასევე ანტისეპტიკურია სოდიანი წყლით ჩამობანა.






7. სუნთქვის შეკვრა-გართულება. image


თუ ადამიანს გაურთულდა სუნთქვა, ესეიგი მისი სასუნთქი გზები რაღაცით არის გადაკეტილი. ამ დროს ის უნდა დააწვინოთ ზურგზე, გაუღოთ პირის ღრუ და შეამოწმოთ რა უშლის ხელს სუნთქვაში. ზედა სასუნთქი გზების გასასუფთავებლად თავი გადაახრევინეთ უკან, აუწიეთ ნიკაპი, ხელი მოათავსეთ "მსხვერპლის" შუბლზე, თითების მეშვეობით გაუღეთ პირის ღრუ და ქვედა ყბის მიმდებარედ ენა გაუწიეთ, რომ ჰაერის ნაკადმა კარგად იდინოს. თავი და კისერი ამ პოზიციაში გაუნძრევლად გეჭიროთ მანამ, სანამ ჰაერის ნაკადი ბოლომდე კარგად არ დაიწყებს დინებას.






0
224
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0