კინო “გახმოვანებულია Movie.Ge-ს მიერ” 2019, 3 სექტემბერი, 17:06 ალბათ ყველას არა, მაგრამ შედარებით მოზრდილი და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, კარგად ემახსოვრებათ დრო, როცა ერთ ხმაში გახმოვანებულ ფილმებს სიამოვნებით ვუყურებდით. იმ დროის კინოს, ძირითადად რუსი გამხმოვანებლის, ანდრეი ვლადიმეროვიჩ გავრილოვის ტემბრი და ტონალობა აქვს, რომლის მიერ გახმოვანებული “სისხლი და ბეტონის” ერთი მონაკვეთი, ახალი თაობებისთვის ცნობილი და განსაკუთრებით სახალისოა Coub-ების დამზადების პროცესში. გვახსოვს დრო, როცა კაციც და ქალიც, მოხუციცა და ბავშვიც, ერთი და იგივე ხმით მეტყველებდნენ. კინომოყვარულებმა იციან ხარისხის ფასი. კინომცოდნეებმა კი შინაარსი, თუ რა მნიშვნელობა აქვს კინოში ხმას. არამხოლოდ პერსონაჟების მეტყველებას, არამედ თითოეულ ჩქამს და რამხელა ყურადღება ექცევა კინემატოგრაფიაში ხმის რეჟისურას. ამის პარალელურად კი, პროცესში ჩადებული უზარმაზარი, რუტინული შრომა, სხვა ენაზე თარგმნისას შესაძლოა სრულიად დაიკარგოს. უხარისხო, ერთ ხმაში, მონოტონური, უემოციო გახმოვანება, ფილმს მნიშვნელოვნად უცვლის ხარისხს და რამდენადმე შინაარსსაც. ნახეთ, როგორ ახმოვანებენ ფილმებს: გარდა მონოტონური, ხმათა სიმრავლით ღარიბი გახმოვანებისა, ხშირად ვუყურებთ ფილმებს, არასწორი თარგმანით; კიდევ უფრო ხშირად კი ორიგინალი და ადგილობრივი ხმა ასინქრონულია. მაყურებლის უმეტესობა, გამოსავალს პოულობს და ფილმებს ორიგინალი გახმოვანებით უყურებს. ზოგიერთი მათგანი ტიტრებით. ზოგჯერ გაბრაზებული მაყურებელი ფილმის ყურებას წყვეტს, სხვა შემთხვევაში კი დისკომფორტში განაგრძობს ყურებას. როგორ გამოიყურება, გამხმოვანებლების სამუშაო სივრცე: მაშინ, როცა კინემატოგრაფია და კინოსამყარო, სწრაფი ტემპით ვითარდება, რთულია ფილმებს ისევ, ზემოთხსენებული ანდრეი გავრილოვის მსგავსი გახმოვანებით უყურებდე. ამას, თანამედროვე მაყურებელი, არ იმსახურებს. Movie.Ge არის კინოსაიტი, რომლის გუნდისთვისაც, ფილმების ხარისხიანი გახმოვანება, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი და სამუშაო მიმართულებაა. ამიტომაც, Movie.Ge-ს მიერ ახმოვანებული ფილმების უმეტესი ნაწილი მრავალხმოვანია, თარგმანი ზუსტი და სინქრონული. გამხმოვანებლები არ მეტყველებენ მონოტონურად – მაყურებელი არ იძაბება, არ იღლება, არ თიშავს ფილმს, მის დასრულებამდე. (მაგალითისთვის, “სამეფო კარის თამაშები” Movie.ge-ს მიერ, ექვს ხმაშია გახმოვანებული). Movie.ge-ს მიერ ახმოვანებული ფილმების და პოპულარული სერიალების ნახვა შეგიძლიათ აქ: გახმოვანებულია Movie.Ge-ს მიერ დაელოდეთ, სულ მალე Movie.Ge იგივე ხარისხით გახმოვანებულ “გოძილა“-ს შემოგთავაზებთ. 215 4-ს მოსწონს
|