ქალი და მამაკაცი ქალებს არ უნდა ეშინოდეთ ურთიერთობაში ინიციატივის გამოჩენის 2019, 2 სექტემბერი, 17:25 ფსიქოლოგმა ალექსანდრე შახოვმა მითი უწოდა იმ მოსაზრებას, რომ მამაკაცი ქალს ზედმეტად ხელმისაწვდომად თვლის ქალს, თუ ის ინიციატივას გამოიჩენს ურთიერთობაში. ამაზე მოგვითხრობს ვებ-საიტი "ridus". ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ მამაკაცები კრიტიკულად არ უყურებენ იმ ფაქტს, თუ ქალმა პირველმა გადაწყვიტა გაცნობა. "ეს სტერეოტიპი შუა საუკუნეებში დამკვიდრდა, როცა ქალს უფლება არ ჰქონდა თავად აერჩია ქმარი. ამას, როგორ წესი, მშობლები აკეთებდნენ. ხოლო თავისუფალი სიყვარულის ფენომენი უკვე XIX–XX საუკუუნეებში გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნეშიც იყო ამის პრობლემა ანუ ქალები მაინც არ ირჩევდნენ დამოუკიდებლად. ამიტომ ქალები არ ეცნობოდნენ მამამკაცებს პირველები. შუა საუკუნეებში მხოლოდ ერთ კატეგორიას შეეძლო თავად აერჩია ქმარი და ისინიც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იყვნენ. ისინი იზიდავდნენ მამაკაცებს მათთან გაცნობით"- ახსნა სპეციალისტმა. მისი სიტყვებით, მამაკაცს, პირიქით, სიამოვნებს კიდეც, როცა ქალები პირველები გამოხატავენ ინიციატივას, იწყებენ საუბარს. "საერთოდ მამაკაცები არასდროს ყოფილან წინააღმდეგნი, რომ ქალებს გაეცნოთ პირველებს. თანამედროვე მსოფლიოში კი, როცა სქესთა თანასწორუფლებიანობა დეკლარირებულია, მამაკაცები საკმაოდ მშვიდად აღიქვამენ ქალების მხრიდან ინიციატივას. მათ სიამოვნებთ, როცა ქალები აკეთებენ "აქცენტებს"– თქვა ფსიქოლოგმა. შახოვმა ბოლოს დაამატა, რომ ქალებს შეუძლიათ მშვიდად დატოვონ ზურგსუკან შუა საუკუნეების მითები და პირველი ნაბიჯი გადადგან გასაცნობად და ურთიერთობისთვის. ასევე ნახეთ რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ 5 მიზეზი, თუ რატომ ღალატობენ ქმრები ცოლებს სად გიყურებთ მამაკაცი პირველი შეხედვისას? ქალებმა ეს უნდა იცოდეთ სექსის 7 სახეობა, რომლებიც ურთიერთობაში აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცები ქალის ხმის ტემბრზე ჭკუიდან გადადიან 59 1-ს მოსწონს
|