x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რემონტების შედეგად მიღებული შედევრები - სიცილი არ გაბედოთ!
სახლში წამოიწყო რემონტი და მხოლოდ საკუთარი ხელებით, მეტად რთული და სარისკო საქმეა. ნუ, თუნდაც იმიტომ არ ღირს ამის მარტო გაკეთება, რომ მოითხოვს დიდ შრომას და ბევრ დროს, ხოლო ნერვების ინვესტიციის შემდეგ არ იცით მოვა თუ არა შედეგი მოლოდინის თანხვედრაში. შეიძლება ვიღაცას აქვს ამის ნერვები და ნიჭი, თუმცა სახსრები არა, ან პირიქით...



image


თანამედროვე წყევლადაც სწორედ შემდეგი ფრაზა ითვლება "შენ გქონდეს დაუმთავრებელი რემონტი". ჰოდა, ვისაც გაქვთ რემონტის გამოცდილება, კი მიხვდებით ეს ვითომ უწყინარი ფრაზა სინამდვილეში რასაც აღნიშნავს. ირგვლივ ყველაფერი ისვრება, დასასრულს არ უჩანს ბოლო და თან ხელოსნების უმეტესი მატყუარა და აფერისტია, იმიზეზებენ ოჯახის წევრების გარდაცვალებას ან ავადმყოფობას და პარალელურად მუშაობენ სხვა ობიექტზე, ამ დროს კი შენი საქმე, რომელიც შეიძლებოდა 10 დღეში დასრულებულიყო, თვეზე მეტი იწელება და ამ ყველაფერს ეწირება შენი ნერვები. ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხდება, რომ მუშის დაქირავების გარეშე ინდომებს ვიღაც, რომ სახლი შედევრს დაამსგავსოს, ან უბრალოდ ადამიანების განსაზღვრული ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი (ერთი შეხედვით) ისეთი მარტივია, რომ თავადაც მშვენივრად შეძლებს ყველაფრის გაკეთებას.


მოლოდინი რომ არ ნიშნავს რეალობას, ამაში ალბათ ყველა დარწმუნდით, ჰოდა, მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ დარწმუნებულა, მოვიტანე ფოტოკრებული, სადაც ნახავთ რემონტების შედეგად მიღებულ "შედევრებს", ანუ როგორ გააწბილა მონდომება უნიჭობამ.




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






P.S. ალბათ "ძალიან უნდა მოინდომო", რომ ასეთი შედეგ(ებ)ი მიიღო :))





7
8516
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
8516
  
2020, 14 ოქტომბერი, 11:57
ყველას პასუხი უნდა აგებინოთ ვინც უმსგავსოდ მოგატყუებთ. არ არი სირცხვილი დარეკეთ სადაც საჭიროა და არ ებოქსაოთ, ნერვებს ნუ აიშლით. მიხედავენ ვირის აბანოში
2020, 14 ოქტომბერი, 11:56
და რაც არ ჩანს ხალხო. კაფელის ხელოსანმა ჭერიც გამიკეთა სახლში სამსახურში ვიყავი არ მეცალა სულ რო თავზე დავდგომოდი. 5 წელი გავიდა და ჭერი ჩამოვარდა. აღმოჩნდა რომ დამაგრებული მხოლოდ თავში და ბოლოში იყო ჭრი. დანარჩენი მასალა რაზეც ემაგრება სალხში წაიღო გაზიდა. კიდე კაი ბავშვს არ დაეცა თავში თორე მერე მართლა მოვნახავდი იმ ხელოსანს რომ პასუხი ეგო. ცუდი ადამიანის ფსიქოლოგია: "ხო გაძლებს ერთი ორი წელი" მერე ეს ჩემი მნახველი არაა და რას დავეძებო. მაგნაირი ხელოსნების გაკეთებული იქნებოდა ვარკეთილის მეტროს ჭერიც იმდენი ხალხი რო დააზარალა
2020, 14 ოქტომბერი, 11:53
ხელოსანმა ერთხელ კედლები ისე გამილესა რომ ვანა ვეღარ შევატიე. ვერ წარმოიდგენთ რამხელაზე გამოლესა. თვალის ზომა არ ქონდა. მერე შემეცოდა სამი შვილი ყავდა და შევთავაზე გამოესწორებინა. ჩამოანგრია და ტრაპეცია დამიტოვა მართკუთხედის მაგივრად ანუ ვანა როცა შევიდა გვერდებზე დარჩა სივრცეები. რა უნდამექნა კაფელი უკვე გაკრული ქონდა თან. ავდექი და სხვა რამ მოვიფიქრე
2019, 6 სექტემბერი, 1:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 2 სექტემბერი, 22:09
მგონი, ასეთი ხელოსნები უფრო სჭარბობენ ჩვენთან ნორმალურებს
2019, 2 სექტემბერი, 15:36
მოინდომო კი არა, ხელოსანს თავზე თუ არ დაადექი, უარესსაც გააკეთებს :)
2019, 2 სექტემბერი, 14:20
მოდი და ნუ გაიცინებ, ასეთი ხელოსნები ჩვენს რეალობაში მართლაც ბევრია :)))
0 1 7