მიმოხილვა რისთვისაა საჭირო ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სწორად?! - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2019, 30 აგვისტო, 23:44
თანამედროვე ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა ავტომობილებში ვიდეო ჩამწერის დაყენება. ის მეტად საჭირო ნივთია თქვენი ტრანსპორტისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო მასშტაბით სწრაფი ტემპით იმატებს ავტოტრანსპორტის რაოდენობა, რაც თავის მხრივ, საგზაო შემთხვევებსაც ზრდის. ვიდეო რეგისტრატორი კი საშუალებას მოგცემთ თქვენი სიმართლე მარტივად დაამტკიცოთ. გარდა ამისა, თუ თქვენი მანქანა დაზღვეულია, ეს პატარა კამერა დაგეხმარებათ სადაზღვევო კომპანიას ავტომობილის ამა თუ იმ დაზიანების გამომწვევი მიზეზი ანახოთ. გარდა ამისა, მრავალ ქვეყანაში მომრავლებულია ისეთი ადამიანები, რომლებიც თანხის “დაცინცვლის" მიზნით სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ მძღოლების წინააღმდეგ.ასე მაგალითად, ავტომობილის შეჯახება იმგვარად, რომ დამნაშავე თქვენ გამოხვალთ, თუ ვერ დაამტკიცებთ რეალურად მომხდარს, რაც მათნაირი პროფესიონალი თაღლითების მიმართ ნამდვილად გაგიჭირდებათ ვიდეო მტკიცებულების გარეშე, ან თუნდაც ქვეითები, რომლებიც თუნდაც გაჩერებულ მანქანაზე ხტებიან, თქვენი დადანაშაულებისა და ფულის გამოძალვის მიზნით. ასევე, ხშირია გაჩერებული ავტომობილის განზრახ დაზიანების ან მისი ნაწილების მოპარვის ფაქტები, ვიდეო კამერით კი მარტივად შეძლებთ დამნაშავის დადგენას. ასე რომ, ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორი ერთობ საჭირო ნივთი გახლავთ, თუმცა მის გამოყენებას თავისი წესები გააჩნია.
ვიდეო რეგისტრატორი ძირითადად მაგრდება წინა საქარე მინაზე, თუმცა აუცილებელია, ისე შევარჩიოთ ადგილი, რომ მძღოლის ხედვის არელში არ მოხვდეს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არასწორად დამონტაჟებული კამერა კანონით დასჯადია.
გარდა ამისა, ვიდეო რეგისტრატორის ჩანაწერის გამოყენება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვა ადამიანების პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევა.
ასევე საინტერესოა:
რა მოხდება, თუ ჩვენს ავტომობილში ზეთს დროულად არ გამოვცვლით?!
იმისათვის, რომ თქვენ და თქვენს ავტომობილს საფრთხე არ შეგექმნათ 122 1-ს მოსწონს
|