ფსიქოლოგია რა უთხრა მამამ მოზარდ ვაჟს ისეთი, რამაც მისი ქცევა რადიკალურად შეცვალა 2019, 30 აგვისტო, 18:21 ერთხელ ჩემმა ვაჟმა, რომელიც მეხუთე კლასში იყო, დედას იმდენად აწყენინა, რომ მან ტირილი დაიწყო. მე მაშინვე არ ჩავრეულვარ. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, როცა იგი გაკვეთილებს ამზადებდა, მივედი და ვუთხარი: "წამო გავისეირნოთ". უსიტყვოდ წავედით პარკისაკენ, თუმცა ეს უბრალო სიჩუმე სულაც არ იყო. ზოგჯერ დუმილი საუკეთესო გზაა ემოციური დუღილის გადმოსაცემად, რადგან ბავშვის აღზრდა არა გარეგნულად, არამედ სწორედ შინაგან დონეზე ხდება. იგი მიხვდა, რომ სერიოზული საუბარი გველოდა. - შვილო, მე მჭირდება შენი დახმარება, - დავიწყე საუბარი. - იყო დრო, როცა მე შემიყვარდა გოგო და მე მას დავპირდი, რომ თუ ცოლად წამომყვებოდა, ვერასოდეს ვერავინ შეძლებდა მის წყენინებას. ეს გოგო დედაშენია… ახლა მე მჭირდება შენი რჩევა, როგორ მოვექცე ჩემს ბიჭს, რომელმაც ჩემს საყვარელ ქალს ძალიან აწყენინა? დაფიქრდა და მიპასუხა: "დამსაჯე" - ადრე ოჯახში მე მხოლოდ ერთი მამაკაცი ვიყავი, ახლა ორნი ვართ. ორი მამაკაცი, რომელიც ერთად დაიცავს მათ საყვარელ ქალს. მოდი შევთანხმდეთ, რომ ვერავინ ვერ გაიგებს ჩვენი საუბრის შესახებ, ეს იქნება ჩემი და შენი მამაკაცური კავშირი. ერთმანეთს ხელი მჭიდროდ ჩამოვართვით და ასე გავამყარეთ შეთანხმება ჩვენს შორის. დიდი სტიმული და ფუნდამენტია აღზრდისათვის ისეთი საუბრები, რომლითაც ბავშვს სრულ ნდობასა და პატივისცემას უცხადებ. ღირებულება რომ არ დაკარგოს, ასეთი დიალოგების გამართვა ყოველდღიურად არ არის საჭირო. იშვიათობის გამო მათი ეფექტი გაცილებით ღრმა და ძლიერია. ასევე დაგაინტერესებთ:ძალიან მარტივი მეთოდი, რომლითაც მასწავლებელმა თავისი მოწაფეების ცხოვრება შეცვალაადამიანის განვითარების ოთხი საფეხური კარლ იუნგის მიხედვით - შენ რომელ ეტაპზე ხარ?9 ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომლითაც შვილებს ფსიქიკას ვუმახინჯებთსისტემას არ სჭირდება მოაზროვნეები, ის ქმნის მორჩილებს, რომლებიც ეგუებიან რეჟიმებს - რატომ გვაჩვევენ ბავშვობიდან ავტორიტეტებს"დედიკოს ბიჭები" უკეთესი ქმრები დგებიან - 9 მიზეზი, თუ რატომ სჯობს ის "ცუდ ბიჭს"წყარო, შესაბამისი ნებართვით: mental.ge 432 შეფასება არ არის
|