x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
რატომ ხდება ასე ანჯელინა ჯოლი?

imageანჯელინა ჯოლი უკვე დიდი ხანია რაც მოხვდა მსოფლიოში ყველაზე გამხდარი ვარსკვლავების სიაში. ვიეტნამიდან, სადაც ის ოჯახთან ერთად ისვენებდა, ანჯელინა საგრძნობლად გამხდარი ჩამოვიდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით მისი წონა არის დაახლოებით 44 კგ, რაც მისი სიმაღლისთვის, 173 სმ, მეტისმეტად მცირეა. ყოველ წელს მსახიობი სულ უფრო და უფრო ხდება და სექსუალური ლარა ქროფტი თანდათანობით მოჩვენებას ემსგავსება.
ამბობენ ენჯი ხშირად არ ჭამს სადილს ბოლომდე და ხანდახან საერთოდ ავიწყდება, რომ „ჭამის დროა“. მთლიანობაში მისი დღიური კვება შეადგენს 600 კალორიას.

მისი მეუღლე, ბრედ პიტი, სხვადასხვა ჟურნალებისათვის მიცემულ ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ ანჯელინას ხშირად ავიწყდება ჭამა და შეუძლია მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ თხილის რამდენიმე მარცვალი და მარმელადი მიირთვას. ხოლო თუ ვახშამი მაინც შედგა, ის აუცილებლად შედგება სამარხვო სტეიკისა და 1 ჭიქა წითელი ღვინისგან.

მსახიობმა აღიარა, რომ მადას კარგავს სტრესულ სიტუაციებში. ის განსაკუთრებით ხდება, მაშინ, როდესაც მის ცხოვრებაში მძიმე ემოციონალური დღეები დგება. მაგალითად, 2007 წელს, როდესაც ანჯელინას დედა გარდაიცვალა, ის ძალიან გახდა. ის ამბობდა: „მე ყოველთვის გამხდარი ვიყავი, მაგრამ როდესაც დედა დავკარგე, ძალიან რთული პერიოდი მქონდა. თუმცა ხალხს ურჩევნია იფიქროს
რომ ძალით ვცდილობ გახდომას, ვიწრო ჯინსებში რომ „ჩავჯდე“ და არა იმიტომ, რომ მძიმე პერიოდი მაქვს.“

2
428
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:niko-wifi
niko-wifi
428
  
2012, 13 სექტემბერი, 20:05
2012, 16 აგვისტო, 22:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2