სხვა ქალმა საქმროს ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭდის გამო დასცინა 2019, 29 აგვისტო, 12:34 როგორც The Sun იტყობინება, ქალმა საქმროს ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭდის გამო დასცინა. ქალმა ბეჭდის სურათი პორტალ Reddit-ზე ატვირთა. ბეჭედი ძალიან წვრილია და ციცქნა ბრილიანტის თვალი "ამშვენებს". სურათის აღწერაში ავტორმა მოჰყვა, რომ თავის შეყვარებულს უკვე რვა წელია ხვდება და ამ რვიდან მესამე წელია ისინი ქორწილის თემას განიხილავენ. " მან თქვა, რომ ამ ბეჭდისთვის დიდხანს აგროვებდა ფულს. მატერიალისტი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ასეთი საშინელი ბეჭდის ტარება არ მინდა?" – კითხვა დასვა საპატარძლომ. კომენტარებში ამ ამბავზე აზრები გაიყო. ზოგიერთი მამაკაცის არჩევანს აკრიტიკებდა. " ასეთ საკითხებში საერთოდ არ ვარ მატერიალისტი, მაგრამ თუ ჩემი მამაკაცი ასეთი ბეჭდით შემომთავაზებდა ცოლობას, მეწყინებოდა"- აზრი გამოთქვა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. "საქმე ფასშიც არაა, არამედ იმაში, როგორ გამოიყურება ბეჭედი. მე ის მაბრაზებს, რა პატარა და საწყალი შესახედაობა აქვს ."- თქვა სხვამ. " მან ყველაზე იაფი ვარიანტი შეარჩია. ჩემი აზრით, რადგან ერთხელ უკვე გააკეთა ასე, მთელი ქორწინების განმავლობაშიც ასე გააგრძელებს." - თქვა კიდევ ერთმა. ზოგიერთი ქალის წინააღმდეგ აღმოჩდნენ "ისინი სამი წლის განმავლობაში განიხილავდნენ ქორწინებას და ერთხელაც არ ისაუბრეს ბეჭედზე?"- გაოცება ვერ დამალა ერთმა მომხმარებელმა. "როცა პრობლემა ბეჭედშია, მაშინ სულ არ არის პრობლემა ბეჭედში"- დაეთანხმა სხვა. "არ გაჰყვე ცოლად ამ კაცს, თუ შენთვის მის გრძნობებზე მეტად მნიშვნელოვანი ბეჭდის ზომა და ფორმაა"- ურჩია კიდევ ერთმა მომხმარებელმა. ასევე ნახეთ ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ ყიდულობენ ცოლებს რესტორნის ყველაზე უცნაური "სერვიზი", შეიძლება მადა დაკარგოთ ( ფოტოები) ბოიფრენდის გამო გოგონამ წონაში მატება დაიწყო და ის უკვე 110 კილოა. ცნობილი ქალები, რომლებიც ადრე კაცები იყვნენ გოგონამ ბიჭის ღალატი ჩვეულებრივი ფიტნეს სამაჯურით გამოააშკარავა სექსი თვითმფრინავში : როგორია მოლოდინი და რეალობა? 656 2-ს მოსწონს
|