x
ქალმა საქმროს ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭდის გამო დასცინა
image


როგორც The Sun იტყობინება, ქალმა საქმროს ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭდის გამო დასცინა.


ქალმა ბეჭდის სურათი პორტალ Reddit-ზე ატვირთა. ბეჭედი ძალიან წვრილია და ციცქნა ბრილიანტის თვალი "ამშვენებს". სურათის აღწერაში ავტორმა მოჰყვა, რომ თავის შეყვარებულს უკვე რვა წელია ხვდება და ამ რვიდან მესამე წელია ისინი ქორწილის თემას განიხილავენ.


" მან თქვა, რომ ამ ბეჭდისთვის დიდხანს აგროვებდა ფულს. მატერიალისტი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ასეთი საშინელი ბეჭდის ტარება არ მინდა?" – კითხვა დასვა საპატარძლომ.



კომენტარებში ამ ამბავზე აზრები გაიყო. ზოგიერთი მამაკაცის არჩევანს აკრიტიკებდა.


" ასეთ საკითხებში საერთოდ არ ვარ მატერიალისტი, მაგრამ თუ ჩემი მამაკაცი ასეთი ბეჭდით შემომთავაზებდა ცოლობას, მეწყინებოდა"- აზრი გამოთქვა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.


"საქმე ფასშიც არაა, არამედ იმაში, როგორ გამოიყურება ბეჭედი. მე ის მაბრაზებს, რა პატარა და საწყალი შესახედაობა აქვს ."- თქვა სხვამ.


" მან ყველაზე იაფი ვარიანტი შეარჩია. ჩემი აზრით, რადგან ერთხელ უკვე გააკეთა ასე, მთელი ქორწინების განმავლობაშიც ასე გააგრძელებს." - თქვა კიდევ ერთმა.


ზოგიერთი ქალის წინააღმდეგ აღმოჩდნენ


"ისინი სამი წლის განმავლობაში განიხილავდნენ ქორწინებას და ერთხელაც არ ისაუბრეს ბეჭედზე?"- გაოცება ვერ დამალა ერთმა მომხმარებელმა.


"როცა პრობლემა ბეჭედშია, მაშინ სულ არ არის პრობლემა ბეჭედში"- დაეთანხმა სხვა.


"არ გაჰყვე ცოლად ამ კაცს, თუ შენთვის მის გრძნობებზე მეტად მნიშვნელოვანი ბეჭდის ზომა და ფორმაა"- ურჩია კიდევ ერთმა მომხმარებელმა.







ასევე ნახეთ

ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ ყიდულობენ ცოლებს


რესტორნის ყველაზე უცნაური "სერვიზი", შეიძლება მადა დაკარგოთ ( ფოტოები)


ბოიფრენდის გამო გოგონამ წონაში მატება დაიწყო და ის უკვე 110 კილოა.


ცნობილი ქალები, რომლებიც ადრე კაცები იყვნენ


გოგონამ ბიჭის ღალატი ჩვეულებრივი ფიტნეს სამაჯურით გამოააშკარავა


სექსი თვითმფრინავში : როგორია მოლოდინი და რეალობა?





0
656
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
656
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0