x
პოტენციურად საშიში ასტეროიდი დედამიწას დღეს, 28 აგვისტოს მოუახლოვდება
image


ასტეროიდი 2019 OU1 დღეს, 28 აგვისტოს მაქსიმალურად მოუახლოვდება დედამიწას. ეს კოსმოსური უცხო სხეული მხოლოდ 2019 წლის 25 ივლისს იქნა შემჩნეული, მაგრამ უკვე მოახერხა მასმედიაში დიდი ხმაურის გამოწვევა. იმის გამო, რომ ასტეროიდს პოტენციურად საშიში უწოდეს, ბევრს შეეშინდა, თუმცა რეალურად ასტეროიდის ზომა ხეოფსის პირამიდის ზომას არ აღემატება.


"პოტენციურად საშიშის" კატეგორიაში, მართალია ზომის გამო მოხვდა, ის მართლაც საკმაოდ დიდია და დაახლოებით 160 მეტრია რადიუსში, მაგრამ 2019 OU1 ჩვენგან შორს "ჩაიფრენს" - დაახლოებით დედამიწიდან 1 027 737 კილომეტრის დაშორებით, , რომელიც საერთოდ ვერ მოხვდება დედამიწის მიზიდულობის რადიუსში, რომელიც 929 000 კილოეტრზე ვრცელდება დედამიწიდან. მაგალითად, მთვარე სამჯერ უფრო ახლოსაა.


ნებისმიერი კოსმოსური სხეული, რომელიც აღემატება 100-150 მეტრს და რომელიც მოძრაობს დედამიწიდან 7 479 894 კილომეტრის რადიუსში, მეცნიერები "პოტენციურად საშიშ " კატეგორიად მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ყოველწლიურად ჩვენი პლანეტის სიახლოვეს ასეთ დიასტანციაზე სხვადასხვა სიდიდის 180 ასტეროიდი მაინც გამოჩნდება ხოლმე, ზოგჯერ გაცილებით დიდი ზომისებიც. არსებული სისტემებით კონტროლირდება პრაქტიკულად ყველა მათგანი. NASA აწარმოებს ასეთი ობიექტების სპეციალურ აღრიცხვას, რომლის ბაზის გაცნობა ყველა მსურველს შეუძლია.


NASA-ს მონაცემების მიხედვით, 2019 OU1-ის სიჩქარე წამში 13 კილომეტრს შეადგენს. ის, როგორც დედამიწა, მზის გარშემო ბრუნავს და ორბიტაზე ერთ წრეს 1243 დედამიწურ დღეს ანდომებს, ვარსკვლავებიდან მაქსიმალურ დაშორებას შეადგენს 548 მილიონი კილომეტრი, მინიმალური - 129 მილიონი კილომეტრი. ჩვენი პლანეტისთვის ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.






ასევე ნახეთ

"გერმანელებს ფრენის არ რცხვენიათ" - ეკო აქტივისტი გერმანელების წინააღმდეგ


"აზოვის" ყოფილი მებრძოლი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს თავს დაესხა ( ვიდეო)


შონბრუნსკის ზოოპარკში ახალი სპლიყვი დაიბადა ( ვიდეო)


მამაცი ძაღლი რეილი (+ვიდეო)


0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0