x
image
მაია 24
7 მიზეზი, თუ რატომ უნდა გქონდეს სექსი ყოველდღე
image


"რაც უფრო მეტს კვნესის ადამიანი ღამით საწოლში,

მით უფრო ნაკლებს კვნესის ის დღისით"



  • სექსი ფორმაში აყენებს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სექსის დროს მამაკაცი საშუალოდ 4.2, ქალი კი - 3.1 კალორიას წვავს წუთში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი კვირაში ორჯერ მაინც გექნებათ აქტიური სექსი წელიწადში 5 000 კალორიას დაწვავთ. მოკლედ, დამატებითი ფიტნეს პროგრამაა.



  • სექსი აახალგაზრდავებს

სექსის დროს ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა დეჰიდროეპიანდროსტერონი - ჰორმონი, რომელსაც დაბერების საწინააღმდეგო ჰორმონსაც უწოდებენ. ორგაზმის შემდეგ მისი რაოდენობა სისხლში 2-ჯერ იზრდება. კაცები, რომელთაც კვირაში რამდენჯერმე აქვთ სექსი, უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც თვეში რამდენჯერმე კავდება სექსით. გარდა ამისა, სექსის დროს იწევს ესტროგენის დონე, რომელიც ჭიმავს კანს და ამცირებს ნაოჭებს.



  • სექსი აჯანმრთელებს

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომელსაც უფრო ხშირი სექსი აქვს, სისხლის წნევა უფრო მოწესრიგებული აქვთ ვიდრე იმათ, ვისაც სექსი არ აქვთ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ხშირი სექსი ნებისმირი დაავადების რისკს ამცირებს, რადგან ზრდის იმუნიტეტს. მათ, ვისაც კვირაში სამჯერ აქვთ სექსი, 50%-ით ნაკლები შანსი აქვთ რომელიმე დაავადებისგან გარდაცვალების, ვიდრე მათ, ვისაც თვეში ერთხელ აქვთ სექსი.



  • სექსი ალამაზებს


ედინბურგის სამეფო ჰოსპიტალის მკვლევარებმა აღმოაჩნეს, რომ სექსის დროს იმატებს ჟანგბადის დონე ორგანიზმში, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, იკვებება კანი და წარმოიქმენა ახალი უჯრედები. დოქტორი მარკო ლენსის თქმით: ქალებს, რომელსაც რეგულარული სექსი აქვთ, გაცილებით უკეთესი კანი აქვთ იმ ქალებთან შედარებით, ვისაც არ აქვს. კარგი სექსუალური ცხოვრება კანზეც აისახება.



  • სექსი ამცირებს სტრესს

ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომელთაც რეგულარული სექსი აქვთ, გაცილებით უკეთ უმკლავდებიან სტრესს, პრობლემებს, უფრო მარტივად უყურებენ ცხოვრებას და გაცილებით უკეთესი განწყობა აქვთ, ვიდრე იმ ადამიანებ, რომლებიც იშვიათად კავდებიან სექსით.



  • სექსი აქრობს ტკივილს

რაჯერის უნივერსიტეტის პროფესორები ასკვნიან, რომ ორგაზმი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. იგი შველის ხერხემლისა და ფეხების ტკივილს, აქრობს მენსტრუალურ ტკივილს და თავის ტკივილს. ასე რომ, ქალებო, ტკივილით გაფუჭებული ხასიათის გამო, "ტკივილგამაყუჩებელზე" უარს ნუ იტყვით.



  • სექსი აბედნიერებს

სექსის დროს ორგანიზმში გამოიყოფა სეროტონინი და ბედნიერების სხვა ჰორმონები, რომელიც თქვენი ხასიათის გაუმჯობესებაზეა პასუხისმგებელი. დოქტორ დები ჰერბენიკის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დილას სექსით იწყებენ, გაცილებით უფრო მხნედ, ენერგიულად და კარგ განწყობაზე არიან მთელი დღე, ვიდრე ისინი, ვისი დილაც კოფეინით იწყება.


მოკლედ, მეცნიერები გვირჩევენ - დაკავდით სექსით უფრო ხშირად… თუნდაც ახლავე ))


ასევე დაგაინტერესებთ:


ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ სურს - ფსიქოლოგ ლაბკოვსკის 20 სკანდალური დასკვნა


"სოჩიკი დაგიწერთ", ანუ რატომ არ უნდა გვქონდეს სექსი ყველასთან


ორგაზმის გაყალბება სექსუალურ ცხოვრებას ანგრევს - როგორ ვებრძოლოთ ანორგაზმიას


რატომ არ აქვთ სექსი ქართველ ქალებს ქორწინებამდე ან რატომ მალავენ პარტნიორებს?


შეყვარებისთვის საჭიროა ზუსტად 4 წუთი, ჩახუტება კი ტკივილს აყუჩებს - მეცნიერთა 20 სკანდალური დასკვნა სიყვარულზე


9 ნიშანი იმისა, რომ ჰორმონალური დისბალანსი გაქვთ და სახლში დასამზადებელი წამალი სამკურნალოდ


ფროიდის 40 აღმოჩენა, რომელმაც თავდაყირა დააყენა სექსსა და სამყაროზე ჩვენი წარმოდგენები


12 შოკისმომგვრელი მეცნიერული ფაქტი სექსის შესახებ

0
3185
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
3185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0