საზოგადოება “ამ სტატუსს არ დავწერდი, ირაკლი იმნაიშვილის დაბულინგების მცდელობა რომ არ მენახა” - გიორგი კალანდია 2019, 27 აგვისტო, 14:31 ისტორიკოსი გიორგი კალანდია სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად და არხის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ ირაკლი იმნაიშვილის წარდგენას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ისტორიკოსის თქმით, რომ არა საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ჟურნალისტის დაბულინგების მცდელობა, ის ამ სტატუსს საერთოდ არ დაწერდა: "ამ სტატუსს არ დავწერდი ზოგიერთის ავყია კომენტარი და ირაკლის დაბულინგების მცდელობა არ მენახა – მიუხედავად იმისა რომ ასაკით ჩემზე გაცილებით უმცროსია, ჟურნალისტიკაში თუ რამე ვიცი ბევრი მისი დამსახურებაა, მისი სტიქიაა ცოდნის გაზიარება, თანადგომა, ძიება და აღმოჩენა! თავისი კარიერის ზენიტში იყო როცა მიუკერძოებლობის გამო ყველაფერი დათმო, სამშობლოში ყველაზე უდიერად მოექცნენ, თუმცა არც დაცემულა და არც ჩამუხლულა, წავიდა და ბიბისიში დაიწყო მუშაობა! დიახ ბიბისი-ში, იქ სადაც დღემდე ჟურნალისტურ სტანდარტებს ამკვიდრებენ, იქ სადაც ყველაზე კარგად იციან მიუკერძოებლობის ფასი! იქ სადაც ჟურნალისტს მორალურად თუ მატერიალურად ყველაზე მაგრად აფასებენ, თუმცა ირაკლის ამ ფასად სამშობლო არასოდეს გაუცვლია, არასოდეს განაწყენებულა და გაბოროტებულა, ამის დასტურია მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი -უფასო ტრეინინგების კურსი C ჰეპატიტის ელიმინაციის შესახებ… ახლა ვხვდები რატომ აკეთებდა ამ საქმეს ასე შემართებით, იმიტომ რომ ყველაზე გამოხატულად და თანდაყოლილად თანაზიარობის გრძნობა გააჩნია! როგორც ჩემი მეგობარი შეჭიდებული საქმისათვის დიდად მენანება, როგორც ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი მისი მობრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ! ბიბისი-ში მომუშავე ქართველ ჟურნალისტთაგან ირაკლისა და ნათია აბრამიას გარდა არც არავინ მეგულება ჩვენი ბედკრული ჟურნალისტიკის ისტორიაში, ამიტომ ზუსტად ვიცი რომ ძალიან ბევრ კარგს მოიტანს, დანერგავს და გაგვიზიარებს! წარმატებები მინდა ვუსურვო ჩემი ყრმობის მეგობარს, კაცს რომელიც ბიბლიური დავითის მსგავსად უნარი აქვს შურდულით გოლიათი დაამარცხოს!" – წერს ისტორიკოსი გიორგი კალანადია.492 შეფასება არ არის |