x
მშობლები შვილებს აიძულებდნენ ტარაკნებითა და ობობებით სავსე სახლში ეცხოვრათ
50 წლის Eugene Bergener-სა და 32 წლის Moranda Young-ს ბრალი მას შემდეგ დასდეს, რაც მათ სახლში საშინელ პირობებში მცხოვრები ოთხი ბავშვი აღმოაჩინეს, რომელთა ასაკი ერთიდან ცამეტ წლამდე იყო.

image

პოლიციის ოფიცერთა მტკიცებით, მსგავსი სანახაობა არასდროს უხილავთ. სახლში შესვლისთანავე იგრძნობოდა მკვეთრი შარდის სუნი. ჭერიდან კი ასობით ტარაკანი სცვიოდა. მაგიდაზე ასევე ასეულობით ობობა დადიოდა.

სახლში მყოფი ოთხივე გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


image

ოფიცრებმა სახლის დათვალიერებისას აღმოაჩინეს ბინძური ჭურჭელი და გასარეცხი ტანსაცმელი. აგრეთვე მაგიდაზე დაყრილი ასამდე სიგარეტის ნამწვი. ტარაკნები იმდენად მრავლად იყვნენ, რომ ერთი კედელი იატაკიდან ჭერამდე, მთლიანად დაფარეს.

image

წყვილის დაკითხვის შემდეგ, დედამ განაცხადა, რომ მას სამ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად ეძინა, ხოლო ყველაზე უფროსი იატაკზე, ტარაკნებთან იწვა.


წყვილს ბრალი წარედგინება ოთხი არასრულწლოვანისთვის ზიანის მიყენების გამო. ისინი ამჯერად კანიონის რეგიონის ციხეში იმყოფებიან. მამა სასამართლოს 16 ოქტომბერს წარედგინება, ხოლო დედა 28 ოქტომბერს. image

ორივე მათგანს აეკრძალა ბავშვებთან ურთიერთობა.

1
86
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
86
  
2019, 27 აგვისტო, 13:30
გაგიჟდები კაცი(
0 1 1