x
ბრიტანელი ტურისტი თორმეტმა თინეიჯერმა ჯგუფურად გააუპატიურა
19 წლის ბრიტანელმა ტურისტმა პოლიციას განუცხადა, რომ იგი ჯგუფურად გააუპატიურა ისრაელის თორმეტმა მოქალაქემ კუნძულ აია ნაპაზე.


დაზარალებულმა პოლიციას განუცხადა, რომ იგი რამოდენიმე ნაცნობ ბიჭთან შესახვედრად შევიდა ოთახში თუ არა, ყველა დაესხა თავს. თორმეტი თინეიჯერი ბიჭი, მას ერთმანეთის მიყოლებით აუპატიურებდა 1 საათის განმავლობაში. ზოგიერთ მათგანს პრეზერვატივი ეკეთა, ზოგი კი დაუცველად ამყარებდა მასთან კავშირს. როდესაც გოგონას გაუპატიურების მომენტში გული წაუვიდა და მოეშვნენ, გამოფხიზლებულმა დაზარალებულმა დრო იხელთა და გაქცევა მოახერხა. იგი თავის მეგობრებს შეხვდა, რომლებმაც უახლოეს კლინიკაში მიიყვანეს ნახევრად შიშველ მდგომარეობაში.

image

აღსანიშნავია, რომ დაკავებული ისრაელის მოქალაქეებიდან ერთ-ერთთან დაზარალებულს, რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა მიმოწერა.



image

სამმა მათგანმა აღიარა დანაშაული, თუმცა ისინი ამტკიცებენ, რომ გოგონასთან სქესობრივი კონტაქტი ძალით არ დაუმყარებიათ და მასთან შეთანხმებულები იყვნენ. ცხრა ბიჭმა კი უარყო სქესობრივი კონტაქტის დამყარების ფაქტი. თუმცა ისრაელის ერთ-ერთი არხი ფლობს ვიდეო მასალას, სადაც ჩანს, რომ გოგონას აუპატიურებს ბიჭი, რომელმაც დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარება უარყო.

image

აია ნაპა, როგორც წესი ახალგაზრდა დამსვენებლებით გამოირჩევა, უმეტესი წილი მას ღამის ცხოვრებისა და გართობისთვის სტუმრობს.


0
1126
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
1126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0