პროფილაქტიკა მეცნიერები გვაფრთხილებენ – აუცილებლად შეიტანეთ კურკუმას ჩაი თქვენს რაციონში! 2019, 27 აგვისტო, 10:32 კურკუმას ჩაი ერთ-ერთი საუკეთესო სასმელია თუ ტკივილისა და ანთების შემცირება გსურთ, ამასთან, ხელს უწყობს წონაში კლებას, ეხმარება ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომების შემცირებას, ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. კურკუმას ჩაის სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისთვისკურკუმას ჩაის უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, რამდენადაც ვიტამინების, მინერალების და მკვებავი ნივთიერებების მდიდარი წყაროა, თუმცა, ალბათ ყველაზე მეტად ცნობილია კურკუმინის მაღალი შემცველობით, რომელიც უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტია. ჯანმრთელობისთვის სარგებელის მოტანის მიზნით, კურკუმას ჩაის მიიღებთ თუ საკვებში მოიხმართ როგორც სანელებელი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. კურკუმას ჩაი კომპლექსური გამაჯანსაღებელი სასმელია, რომელიც ამცირებს ანთებით პროცესებს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ხელს უშლის კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარებას და ამცირებს კოგნიტური ფუნქციების დეგრადაციის რისკებს. ამცირებს ანთებასეს საოცარი სასმელი ცნობილია თავისი უნარით შეამციროს ყველანაირი ანთება ორგანიზმში. აღნიშნული სანელებელი თავისთავად ერთ-ერთი ყველაზე მისაღები საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც რევმატოიდული ართრიტი აწუხებს, თუმცა, ის ასევე არაჩვეულებრივია მთელს სხეულში ტკივილების შესამცირებლად. კურკუმინი ორგანიზმში ანთებას თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებისა და ჟანგვითი სტრესის განვითარების ხელის შეშლის მეშვეობით აქრობს. ხელს უწყობს წონაში კლებასამ ლეგენდარულ სანელებელს შეუძლია მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლა) სტიმულირება, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წონაში კლებისთვის. თუ ყოველდღიურად 1 ფინჯან კურკუმას ჩაის მიღებით, ამით დაეხმარებით თქვენს ორგანიზმს ჯანმრთელი გზით ცხიმების დაწვაში და ამასთან, უზრუნველყობთ მას ენერგიით ცხიმების მეტაბოლიზირების ხარჯზე. ანტიოქსიდანტური აქტივობაკურკუმინი რომელიც აღმოჩენილია კურკუმაში, ამ სანელებლის 2-6% შეადგენს და მას უნარი აქვს გაანეიტრალოს თავისუფალი რადიკალები, რომლიც პასუხისმგებელია ორგანიზმში ქრონიკული დაავადებების განვითარებაზე, ნაადრევ სიბერესა და სიბერის ნიშნების განვითარებაზე, როგორიცაა ნაოჭები და ლაქები კანზე.
სიმსივნის განვითარების საწინააღმდეგო პოტენციალიკურკუმაში აღმოჩენილმა პოლიფენოლის ნაერთმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა, როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალებამ 2019 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, რომელიც International Journal of Molecular Sciences-ში გამოქვეყნდა. სტატიაში ნათქვამია, რომ ის დიდ როლს თამაშობს კიბოს უჯრედების ზრდისა და გავრცელების აღკვეთაში.
მეორე კვლევამ, რომლის შედეგები Journal of Experimental Pharmacology -მა გამოაქვეყნა, აჩვენა რომ კურკუმის ნაერთს შეუძლია ეფექტურად იმოქმედოს განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის, საშვილოსნოს ყელის, პირის ღრუს, ისევე როგორც ფილტვის კიბოს წინააღმდეგ. ამასთან, კურკუმინის მოხმარებას, ქიმიოთერაპიის კურსთან ერთად, შეუძლია დააჩქაროს განკურნების პროცესი, რაც კვლევებით დადასტურდა – წერს ჟურნალი Plos One. ამგვარად, კურკუმის ჩაის მიღება კარგი გზაა კურკუმინის ჩასართავად თქვენს ყოველდღიურ რაციონში. ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობასამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, რაც მნიშვნელოვანია კარდიოვასკულარული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ისევე როგორც ათეროსკლეროზის, გულის შეტევის და ინსულტის. კურკუმას ჩაის შეუძლია ხელი შეუშალოს LDL ქოლესტერინის დაჟანგვას, რითაც აჩერებს ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნას. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას და ინარჩუნებს გულის ჯანმრთელობას ასაკის მატების მიუხედავად.
ასევე დაგაინტერესებთ: ინგლისელმა ქალბატონმა ფსორიაზი საკუთარი დიეტით დაამარცხა სასმელი კურკუმით, რომელსაც დიდი რაოდენობით ტოქსინები გამოაქვს ორგანიზმიდან და ჭარბი წონისგან ათავისუფლებს ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი 25 საუკეთესო ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი – მიირთვით, რათა თავი დაიცვათ სიმსუქნის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად ერთი თვის მანძილზე ჯანჯაფილს მიიღებთ ჯანჯაფილის ძალა – 4 სამკურნალო სასმელი, რომელიც ორგანიზმში ანთებას აქრობს და ვირუსებს ანადგურებს ადამიანთა 4 კატეგორია, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ ჯანჯაფილი! 298 9-ს მოსწონს
|